მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine
Ukraine's Unmanned Systems Forces destroy one Russian battalion on front line every day – 'Magyar'

POG: არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირისთვის კაცს აღკვეთად 5000 ლარი შეეფარდა, ვასაჩივრებთ

ნახვები: 604 POG: არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირისთვის კაცს აღკვეთად 5000 ლარი შეეფარდა, ვასაჩივრებთ

პროკურატურის ინფორმაციით, ბოლნისის სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით 5 000 ლარი შეუფარდა კაცს, რომელმაც არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირი დაამყარა.

მათი თქმით, გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

პროკურატურის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ კაცმა არასრულწლოვანი ნებაყოფლობით წაიყვანა ნათესავის სახლში და მასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა.

"დაზარალებულის ოჯახის წევრის განცხადების საფუძველზე, 14 აგვისტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროში თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით არ გამოიკვეთა თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტი და ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, ბრალდებულმა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი დაზარალებული, ქორწინების მიზნით, ნებაყოფლობით წაიყვანა ნათესავის კუთვნილ სახლში და 14 აგვისტოს მასთან დაამყარა სქესობრივი კავშირი.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 16 აგვისტოს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით (სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის კავშირი თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე არ დააკმაყოფილა, რასაც პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს", - ნათქვამია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა