მიხეილ სააკაშვილი - ამაზე უარეს მდგომარეობაში, როგორშიც დღესაა ენმ, უბრალოდ ვერ აღმოჩნდება. პარტიაში არის უმძიმესი კრიზისი
ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი სასამართლო სხდომათა დარბაზშივე დააკავეს
ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი - საქართველოს ხელისუფლებას მივმართავთ რეკომენდაციით, გააუქმოს ან საფუძვლიანად გადახედოს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც ზეგავლენას ახდენს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე
4 ოქტომბრის საქმეზე, ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს, ასევე დავით ჟღენტს, კონსტანტინე კოკაიას, კახაბერ მჟავანაძეს, ზაქრო ალბუთაშვილსა და დავით სტურუას 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ია დარახველიძეს კი 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
თინა ბოკუჩავა - რა თქმა უნდა, ვრჩები „ნაციონალურ მოძრაობაში“
ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ უკრაინა დაიწვება, მაშინ თქვენი მოსკოვიც დაიწვება
ელენე ხოშტარია - გუშინ, ბრიფინგის შემდეგ ჩემთან იყო კომუნიკაცია ციხის ადმინისტრაციის მხრიდან - ჯერ არანაირი კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა, არც მკურნალ ექიმთან ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
დონალდ ტუსკი - რუსი სატირიკოსი მხატვრის, ფსევდონიმით ცნობილ სემიონ სკრეპეცკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია - ის საქართველოს პასპორტს იყენებს

ჯოზეფ ბორელის განცხადებით, სერბეთმა და კოსოვომ სანომრე ნიშნების გარშემო დავის მოგვარება ვერ შეძლეს, მხარეებს შორის დიალოგი გაგრძელდება

18.08.2022 ნახვები: 588

სერბეთმა და კოსოვომ სანომრე ნიშნების გარშემო დავის მოგვარება ვერ შეძლეს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, მხარეებს შორის დიალოგი გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ კოსოვო სერბეთის მოქალაქეებისთვის გადაადგილების ახალი წესების ამოქმედებას პირველი სექტემბრიდან აპირებს. კერძოდ, პრიშტინაში მოითხოვენ, რომ კოსოვოში შესვლის დროს სერბეთის მოქალაქეებმა ადგილობრივი სანომრე ნიშანი აიღონ. ამის წინააღმდეგ გამოდიან კოსოვოში მცხოვრები სერბები. მათ პროტესტს ივლისში კოსოვოსა და სერბეთის გამყოფ ხაზზე შეტაკებები მოჰყვა. ევროკავშირისა და აშშ-ის თხოვნით კოსოვოს ხელისუფლება ახალი წესების ამოქმედების პირველ სექტემბრამდე გადადებას დათანხმდა.

„როიტერის“ ცნობით, უთანხმოების მოსაგვარებლად დღეს ბრიუსელში სერბეთის პრეზიდენტი და კოსოვოს პრემიერ-მინისტრი ჩავიდნენ, თუმცა მათი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

„მაგრამ ეს ისტორიის დასასრული არ არის. პირველ სექტემბრამდე ჯერ კიდევ არის დრო, მე არ ვნებდები. ახლა ევროპისთვის კრიტიკული დრო დგას. ჩვენ ვხედავთ, რომ ომი დაბრუნდა ჩვენს კონტინენტზე, როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში. ჩვენ ძალიან დრამატული და საშიში მომენტის წინაშე ვდგავართ“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა