18 ივლისს, გეგე დადიანის რომანის „ის აქ არის - ანგელოზის კაშკაშა ღამე“ წარდგენა გაიმართება
მანჩესტერის ყოფილი მერი ენდი ბერნჰემი „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი გახდა — ვინ არის დიდი ბრიტანეთის სავარაუდო მომავალი პრემიერ-მინისტრი?
ზურაბ ჩხაიძე: მურთაზ ზოდელავას მდგომარეობა სტაბილურია, ინსულტზე საუბარი არ არის
სააკაშვილი: მურთაზ ზოდელავამ ციხეში ორჯერ ინსულტი გადაიტანა და მძიმე მდგომარეობაში „ვივამედში“ გადაიყვანეს
ტრამპის ადმინისტრაცია უცხოელი სტუდენტებისა და ჟურნალისტებისთვის აშშ-ის ვიზების წესებს ამკაცრებს
War update: Nearly 250 battles on front lines; Russians attack most intensely in three sectors
Unmanned Systems Forces strike 159 vessels of Russia’s shadow fleet in 12 days
Russian army loses another 1,370 troops and helicopter in war against Ukraine over past 24 hours

არჩილ იაკობაშვილი - ჩინეთი საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად მხოლოდ ევროპული პერსპექტივის შემთხვევაში განიხილავს

11.06.2026 ნახვები: 377

საქართველოს ევროპული მომავლის გარეშე არც ჩინეთს აინტერესებს ასე ძალიან რუსეთის უკანა ეზო, რადგან შავი ზღვის გარეშეც აწყობილი აქვს მიწოდების ჯაჭვები ევროპის მიმართულებით, - აცხადებს ეკონომიკის პროფესორი, გერმანიის ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის წევრი არჩილ იაკობაშვილი.

„საქართველო-ჩინეთის სავაჭრო ბრუნვა შეადგენს დაახლოებით 2 მლრდ აშშ დოლარს 2025 წლის მონაცემებით, რაც უდავოდ დადებითი მოვლენაა - აქედან 1/4 მოდის საქართველოს ექსპორტზე , 3/4 - ჩინეთიდან იმპორტზე“, - აცხადებს იაკობაშვილი.

მისი თქმით, ჩინეთის ბაზარი უპრობლემოდ მიიღებს საქართველოდან ათჯერ მეტი ღირებულების პროდუქციას, თუ ამის შესაძლებლობა იქნება, და აგრეთვე ათჯერ მეტს გაუშვებს ექსპორტზე საქართველოსკენ შესაბამისი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში.

„მიუხედავად ამისა, ორმხრივი ინტენსიური ვაჭრობა არ ნიშნავს, რომ ჩინეთის ინტერესი საქართველოს, კავკასიის და ზოგადად კასპია/შავი ზღვის რეგიონის მიმართ იქნება სტრატეგიული და უალტერნატივო.

1) ჩინეთი მონაწილეობს დასავლეთ ევროპის ირგვლივ 12 წამყვანი პორტის კაპიტალში - პირეუსიდან ჰამბურგამდე, ჯერჯერობით ფეხი ვერ მოიკიდა პოლონეთში დანციგის პორტში, ვერც სკანდინავიაში და ვერც ბალტიისპირეთში, მაგრამ დას.ევროპაში მიწოდების და მომარაგების ქსელები სრულად აწყობილი აქვს - თან შესულია ადრე აშენებული და სრულად ფუნქციონირებადი პორტების კაპიტალში, მაგრამ ჩინეთს არცერთი მათგანის მშენებლობაში მონაწილეობა არ მიუღია.

2) უკრაინაში ომის, შესაბამისად რუსეთსა და ევროკავშირს შორის საზღვრის ჩაკეტვის გამო ჩინეთს ჩამოეშალა რუსეთის გავლით რკინიგზით აღმ.ევროპის მომარაგების ჯაჭვი. ამის გამო დაინტერესდა საერთოდ შავი ზღვით, რომელიც ჩაკეტილი ზღვაა - ე.ი. სინამდვილეში ტბაა.

3) ჩინეთი თურქეთს ვერც გაუბედავს, ერთობლივი პორტის აშენების შეთავაზებას ან მოქმედი პორტის კაპიტალში შესვლაზე თხოვნას. შესაბამისად დარჩა კავკასია და საქართველო, როგორც ერთადერთი ალტერნატიული დერეფანი.

4) ანაკლიის ტენდერში, რომელშიც განსაკუთრებული პირობებით ჩაერთო, ჩატარდა 2024 წლის მარტში, ე.ი. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ (დეკემბერი 2023), ე.ი. თუ ევროკავშირში აპირებთ, ჩვენ ზურგს გიმაგრებთო.

5) 2024 წლის მაისში რუსეთმა ოფიციალურ თბილისს მიაღებია ე.წ. "რუსული კანონი", რის გამოც კანდიდატის სტატუსი დეფაქტო შეჩერდა, ხოლო ჩინეთმა თუ რეალურად არ გინდათ ევროკავშირში, ჩვენ ვერ დაგაძალებთო.

6) ჩინეთი საქართველოს გამო რუსეთთან კონფრონტაციაში არ შევა, არ უღირს ამდენად ანაკლიის აშენებაში მონაწილეობა, ანაკლია არ არის მოქმედი პორტი, რომ კაპიტალში შესვლაზე იფიქროს, ამიტომაც იგონებს ახალ-ახალ მოთხოვნებს.

ჩინეთი რეალურად დააინტერესდება მხოლოდ ურუსეთო კავკასიით, რომელიც იქნება ევროპის ერთიანი სავაჭრო-ეკონომიკური სივრცის ნაწილი (ე.ი. სამივე ქვეყანას თუ ექნება ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან), ან ისეთი კავკასიით, რომელშიც აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვარზე მაინც დაიწყება ევროკავშირი“, - აცხადებს იაკობაშვილი.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა