ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ვახტანგ გომელაური - გოგაშვილი ამბობს, ყველაფერს გამოვდებო, ძალიან ველოდები, უბრალოდ მეცინება

ნახვები: 614 ვახტანგ გომელაური - გოგაშვილი ამბობს, ყველაფერს გამოვდებო, ძალიან ველოდები, უბრალოდ მეცინება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აბსურდულსა და ტყუილს უწოდებს მისი მისამართით სოსო გოგაშვილის მიერ გავრცელებულ ბრალდებებს.

ვახტანგ გომელაურს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს, ნამდვილად დაემუქრა თუ არა გოგაშვილს, რაზეც შს მინისტრმა აღნიშნა: „ეს რა თქმა უნდა, ტყუილია, არანაირი კავშირი არ შემდგარა. ვინც მე მიცნობს, ოჯახი ჩემთვის და არამარტო ჩემი ოჯახი, ჩვენი ნაცნობების, თუნდაც მტრის ოჯახსაც პატივს ვცემ და ჩემგან ასეთი რაღაცა არასდროს არ წასულა არავის მიმართ, რომ ოჯახის ამოწყვეტით და ასე შემდეგ დავმუქრებოდი“.

მისვე თქმით, აბსურდია ყველაფერი, რასაც სოსო გოგაშვილი ამბობს.

„ამბობს, ყველაფერს გამოვდებო, მე ველოდები, გამოვიტან რაღაც ჩანაწერებსო, ძალიან ველოდებით. არანაირი პრობლემა არ იქნება, მეცინება უბრალოდ.

თავად სოსო გოგაშვილზე გული მწყდება. რომ გავიცანი 2013 წელი იყო, წამოვიყვანე მე პირადად, ის იყო რიგით თანამდებობაზე, აღარ მახსოვს განყოფილების უფროსის მოადგილე თუ განყოფილების უფროსის მოადგილე გენინსპექციაში. მე მაშინ მოადგილე ვიყავი, ბატონი ირაკლი იყო ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრი. ვთხოვე, ჩემს საკურატოროში გადმოვიყვანე, დავაწინაურე და ასე ეტაპობრივად. ბოლოს გახდა ჩემი პირველი მოადგილე. თითქმის სამი წელი იყო ჩემი მოადგილე, ის იყო ჩემი ოჯახის ახლობელიც, დავახლოვდით ოჯახებით. ახლა რასაც აცხადებს, სამწუხაროა. თურმე სამი წელი იდგა და აგროვებდა ჩემზე და ჩვენს გუნდზე კომპრომატებს, თურმე გომელაური ციხეში უნდა იჯდეს. თუ არ ვცდები, 2018-ში გათავისუფლდა თანამდებობიდან, რატომ მოხდა ეს თვითონ ყველაზე კარგად იცის, თუმცა ახლა ამას არ ვიტყვი. არაერთხელ დამიცვია ის გუნდისგან“, – განაცხადა გომელაურმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა