ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ლევან იოსელიანი - პატარა პარტიები ცდილობენ, „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის შემთხვევაში, მათი ამომრჩევლის ხმა მიიღონ, შეჯიბრი მიდის, ვინ უფრო რადიკალური იქნება

ნახვები: 597 ლევან იოსელიანი - პატარა პარტიები ცდილობენ, „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის შემთხვევაში, მათი ამომრჩევლის ხმა მიიღონ, შეჯიბრი მიდის, ვინ უფრო რადიკალური იქნება

ახლა ოპოზიციაში რადიკალური რიტორიკა და რადიკალური დღის წესრიგი აქვს არა „ნაციონალურ მოძრაობას“, არამედ სხვა, პატარა პარტიებს. სინამდვილეში, საქმე გვაქვს იმასთან, რომ ოპოზიციაში ეს პარტიები ელოდებიან „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლას და მისი ამომრჩევლის მიზიდვას, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, არც ერთ პარტიას არ აქვს რესურსი, ისეთი აქციები გამართოს, რომელიც ქვეყანაში ცვლილებებს გამოიწვევს.

„ყველას კარგად გვესმის, რომ ამ ქვეყანაში ისეთი აქციები ვერ იქნება, რომელიც რაიმეს შეცვლის, რადგან თავის დროზე, როცა საპროტესტო აქციებს „ნაციონალური მოძრაობა“ აორგანიზებდა, ეს ყველაფერი მაშინ ვერ მოხდა და ახლა ვერ შეძლებენ. ეს პატარა პარტიები ცდილობენ, „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის შემთხვევაში, მათი ამომრჩევლის ხმა მიიღონ და ისეთ გზავნილებს გაახმოვანებენ, რითაც მათ გულს მოიგებენ. შეჯიბრი მიდის იმაზე, ვინ უფრო რადიკალური იქნება, რომ რადიკალური ამომრჩეველი საკუთარი პარტიისკენ მიიმხროს. არც ერთ ამ პარტიას რესურსი არ აქვს, რომ ისეთი აქციები გამართოს, რომელიც ქვეყანაში ცვლილებებს გამოიწვევს“, – განაცხადა იოსელიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა