მიხეილ სააკაშვილი: ზურაბიშვილი ზელენსკისგან ჩემს დაკავებასა და საქართველოში გადაცემას ითხოვდა
მიხეილ სააკაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ყველაზე ცუდი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, რომელიც საქართველოს ჰყოლია
ირაკლი კობახიძე: 78-ე მუხლი ევროინტეგრაციისთვის ყველა გონივრული ზომის მიღებას გულისხმობს და არა ეროვნული ინტერესების დათმობას
გოჩა მირცხულავა პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად „საქართველოს ეროვნული შეთანხმების აქტის“ პროექტს აქვეყნებს
ოკუპირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
კობახიძე: ანაკლიის პორტზე მიმდინარე სამუშაოების ღირებულება 151.4 მილიონ დოლარამდე შემცირდა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“: სტრასბურგის სასამართლომ „ფარასა“ და „გრანტების შესახებ“ კანონებზე საჩივრების განხილვა დაიწყო
ირაკლი კობახიძე: 2031 წლისთვის საქართველოში ყველა ძირითადი მაგისტრალის მშენებლობა დასრულდება

შიმშილობაზე მე ორდღიანი ვარ, წნევის ვარდნა ხდება და ვერ ვიტან, მაგრამ აბსოლუტურად არ მაქვს პრობლემა, ღამე ვათენო-თაკო ჩარკვიანი

24.08.2022 ნახვები: 573

პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს სულაც რომ არ მოსწონდეთ ერთმანეთი, რაზეც თანხმდებიან, იმ ერთი საკითხის ირგვლივ უნდა მოახერხონ ერთიანი გადაწყვეტილების მიღება.

თაკო ჩარკვიანის თქმით, შეიძლება პარლამენტის შენობის გამოყენება პროტესტისთვის, იქნება ეს შიმშილობა, თუ სხვა ფორმა.

„რა გაგვიხდა ოპოზიციას, რომ სულ რომ არ მოგვწონდეს ერთმანეთი, არ არის სავალდებულო, მოგწონდეს, ერთ საკითხში მოგვწონს ერთმანეთი – ეს არის დასავლეთი, იმ ერთ საკითხში რომ დავსხდეთ და ყველამ ერთად მივიღოთ გადაწყვეტილება. პარლამენტის გამოყენებაც ამ თვეების განმავლობაში ძალიან საინტერესოდ შეიძლებოდა. იმ პარლამენტში ყველაზე კომფორტულად თავს გრძნობს უმრავლესობა. თუ მაინც და მაინც შიმშილი არ გინდა, ხომ ვიცი, კიდევ ღლიცინს ატეხენ, მაგრამ მაინც ხომ იქამდე მივდივართ, რასაც ვამბობ? აბა, წარმოიდგინეთ, რამდენიც ვართ პარლამენტის შენობაში ოპოზიციონერი, და ამის პრეცედენტი ყოფილი ხელისუფლების დროს იყო, გახსოვთ, მაშინ ახლების პროტესტი იყო, შიგნით პარლამენტშიც რომ გამოიყენო შენობა საპროტესტოდ? თუ ვიღაცას შიმშილობა არ შეუძლია, და აბსოლუტურად გასაგებია, მე კი არავის ვავალდებულებ, ნორმალურია. მაგალითად, მე ორდღიანი ვარ. წნევის ვარდნა ხდება და ვერ ვიტან, მაგრამ სამაგიეროდ აბსოლუტურად არ გამაჩნია პრობლემა, ბევრჯერ მითქვამს, მე, და უკვე ზუსტად ვიცი, ჩემი პარტიის წარმომადგენლები მზად არიან, რომ ისეთი, 160 000 თუ, ადამიანები რომ მოვლენ, პირადად გამოვაცხადებ, ვიტყვი, რომ მე ვრჩები და აბა, ვინ რჩებით ჩემთან ერთად. არ მაქვს არანაირი პრობლემა, რომ იქ ღამე ვათენო და ჩემი პარტიის წარმომადგენლები შემენაცვლებიან, ჩვენი მეგობრები, სანათესაო, შენობის გარეთ, თუ შიგნით. ერთადერთი, უბრალოდ ზუსტად ვიცი, არ მიყვარს ეს პრანჭვა-გრეხვით ლაპარაკი, ვიცი, რისი გამკეთებელი ვარ, შეიძლება, ორი დღე მეყოს, ჰა, ხუთი დღე შიმშილზე, მაქსიმუმ, ეს ჩემი მდგომარეობაა“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა „ტვ პირველის“ ეთერში.

ამასთან, ჩარკვიანის შეფასებით, პრობლემას წარმოადგენს ის, რომ სახალხო თუ არის პროტესტი, სახალხო უნდა იყოს მიკროფონიც.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა