ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

დავით სერგეენკო - აშშ-ის საელჩოსთან „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრების კომუნიკაციის ფორმა არ არის სრულყოფილი, სწორი კომუნიკაცია არის გასაღები ყველა გაუგებრობის აღმოსაფხვრელად

ნახვები: 625 დავით სერგეენკო - აშშ-ის საელჩოსთან „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრების კომუნიკაციის ფორმა არ არის სრულყოფილი, სწორი კომუნიკაცია არის გასაღები ყველა გაუგებრობის აღმოსაფხვრელად

პარლამენტის ვიცე-სპიკერს, დავით სერგეენკოს მიაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრების ამერიკის საელჩოსთან არსებული კომუნიკაციის ფორმა სრულყოფილი არ არის.

როგორც ჟურნალისტებს სერგეენკომ განუცხადა, ცოტა არ იყოს, ასეთი კომინიკაცია – ეპისტოლარული, ცალმხრივია.

„დეპუტატებსა და საელჩოს, ან ნებისმიერ სხვა ინსტიტუციას შორის სწორი კომუნიკაცია იქნება სწორი გასაღები ყველა გაუგებრობის აღმოსაფხვრელად. ვფიქრობ, სწორი კომუნიკაცია იმის საშუალებას მოგვცემს, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცეს და ეს გაუგებრობა აღმოიფხვრას. საბედნიეროდ, საქართველოსა და აშშ-ს მრავალწლიანი პარტნიორობა აქვთ. რაც შეეხება კომუნიკაციის ფორმას, კომუნიკაციის ფორმა არ არის სრულყოფილი. სწორი კომუნიკაცია არის გასაღები ყველა გაუგებრობის აღმოსაფხვრელად“, – განაცხადა სერგეენკომ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა