ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ევროკავშირი რუსეთთან „ენერგეტიკული ომის“ შესახებ საგანგებო სხდომას მოიწვევს

ნახვები: 599 ევროკავშირი რუსეთთან „ენერგეტიკული ომის“ შესახებ საგანგებო სხდომას მოიწვევს

ევროკავშირი რუსეთთან „ენერგეტიკული ომის“ შესახებ საგანგებო სხდომას მოიწვევს. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

„გარდიანი“ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრზე, პეტრ ფიალაზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრების შეკრება რაც შეიძლება სწრაფად მოხდება.

„ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის მოთხოვნით გაიმართება ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრების სხდომა, რათა განვიხილოთ სპეციფიკური საგანგებო ზომები ენერგოსექტორში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით“, – წერს პეტრ ფიალა მიკრობლოგ „ტვიტერზე“.

ჩეხეთი ახლა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა. ქვეყნის ვაჭრობის მინისტრმა იოზეფ სიკელამ განაცხადა, რომ ისინი ახლა რუსეთთან „ენერგეტიკულ ომში“ არიან.

„ჩვენ ენერგეტიკულ ომში ვართ რუსეთთან და ეს ზიანს აყენებს მთელ ევროკავშირს“, – განაცხადა იოზეფ სიკელამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა