თინა ბოკუჩავა - რა თქმა უნდა, ვრჩები „ნაციონალურ მოძრაობაში“
ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ უკრაინა დაიწვება, მაშინ თქვენი მოსკოვიც დაიწვება
ელენე ხოშტარია - გუშინ, ბრიფინგის შემდეგ ჩემთან იყო კომუნიკაცია ციხის ადმინისტრაციის მხრიდან - ჯერ არანაირი კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა, არც მკურნალ ექიმთან ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
დონალდ ტუსკი - რუსი სატირიკოსი მხატვრის, ფსევდონიმით ცნობილ სემიონ სკრეპეცკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია - ის საქართველოს პასპორტს იყენებს
Russian forces lose another 1,370 troops and four air defense systems in war against Ukraine
Zelensky holds trilateral talks with Trump and Macron
U.S. releases text of official agreement with Iran
დრონებით თავდასხმის გამო მოსკოვის აეროპორტებში შეზღუდვები დაწესდა

კელი დეგნანი - სახალხო დამცველის მთავარი საქმიანობა არის თითოეული მოქალაქის უფლებების დაცვა, ის არ უნდა იყოს მიკერძოებული, უნდა იყოს კვალიფიციური, რომელიც მისაღებია ყველა და არა ერთი მხარისთვის

31.08.2022 ნახვები: 594

სახალხო დამცველის არჩევა უკიდურესად მნიშვნელოვანია. ახლა არის დრო, რომ პროცესში ჩაერთოს რაც შეიძლება მეტი ხმა და არა ის, რომ პროცესი იყოს დახურული და ექსკლუზიური, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბევრი გზამკვლევია, რომელსაც შეუძლია, მისდიოს საქართველომ და კანდიდატი კონსენსუსით აირჩიოს.

ამასთან, კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის მთავარი საქმიანობა საქართველოს თითოეული მოქალაქის უფლებების დაცვაა, რის გამოც ის მიუკერძოებელი და კვალიფიციური უნდა იყოს.

„სახალხო დამცველის შერჩევა უაღრესად მნიშვნელოვანია. პარლამენტს აქვს უდიდესი შანსი, რომ ეს პროცესი ინკლუზიური იყოს. ახლა არის დრო მაქსიმალურად მრავალფეროვანი ხმების ჩასართველად და არა პროცესის დახურვის. ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წინა შერჩევის პროცესმა მაღალი შეფასება დაიმსახურა იმ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან რომლებიც აკვირდებიან სახალხო დამცველის შერჩევას. საქართველომ მართლაც მაღალი შეფასება მიიღო წინა სახალხო დამცველის შერჩევისას, რადგანაც პროცესი ინკლუზიური იყო და მასში არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა მხარეები მონაწილეობდნენ. თუ საქართველოს სურს, შეინარჩუნოს ეს ძალიან მაღალი შეფასება, რომელიც მან მიიღო „ადამიანის უფლებებზე მომუშავე ეროვნული ორგანიზაციების გლობალური ალიანსის“ მხრიდან, მან უნდა დაიცვას პრინციპები, რომლებიც გათვალისწინებულია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის სახით, პარიზის პრინციპებით და რეკომენდაციებით, რომელიც საქართველოს გადაეცა ხუთი წლის წინ. საქართველო ასე შეინარჩუნებს იმ მაღალ შეფასებას, რომელიც მან მიიღო წინა ჯერზე სახალხო დამცველის შერჩევის გამართული პროცესისათვის, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციებიც მონაწილეობდნენ. ასე რომ, რთულად გამოსაცნობი არ არის, როგორ უნდა წარიმართოს ეს პროცესი. ეს ყველაფერი გაწერილია პარიზის პრინციპებში, ევროსაბჭოს რეკომენდაციებში, „გლობალური ალიანსის“ შეფასებაში. ამ პროცესის კარგად წასამართად საქართველოსთვის მრავალი სახელმძღვანელო პრინციპი არსებობს, რათა სახალხო დამცველი შეირჩეს კონსენსუსის საფუძველზე და ყველა მხარის აღიარებით.

დაიმახსოვრეთ, რომ სახალხო დამცველის მთავარი საქმიანობა არის საქართველოს თითოეული მოქალაქის უფლებების დაცვა. სწორედ ამიტომ, ის არ უნდა იყოს მიკერძოებული, უნდა იყოს კვალიფიციური, რომელიც მისაღებია ყველა და არა ერთი მხარისთვის“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა