ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროპამ მილსადენებით მიღებული რუსული გაზის ფასზე ზედა ზღვარი უნდა დააწესოს

ნახვები: 621 ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროპამ მილსადენებით მიღებული რუსული გაზის ფასზე ზედა ზღვარი უნდა დააწესოს

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროპამ მილსადენებით მიღებული რუსული გაზის ფასზე ზედა ზღვარი უნდა დააწესოს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„მტკიცედ მჯერა, რომ მილსადენით მიღებული რუსული გაზის ფასზე ზედა ზღვრის დაწესების დრო არის ახლა. გაზის ფასზე ლიმიტი შეიძლება შემოთავაზებული იყოს ევროპულ დონეზე და ასევე არსებობს სამართლებრივი საფუძველი ევროპულ დონეზე მოგების დროებით შესაჩერებლად, როგორც საგანგებო ზომა არსებული კრიზისის პერიოდში“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ევროკავშირში ამ თემაზე სავარაუდოდ 9 სექტემბერს დაგეგმილ ენერგეტიკის მინისტრების შეხვედრაზე იმსჯელებენ.

ცოტა ხნის წინ ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა გაზის მარაგის 80 პროცენტით შევსება უკვე მოახერხა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა