ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

მათეუშ მორავიეცკი აცხადებს, რომ საომარი რეპარაციების გადახდის თაობაზე პოლონეთი გერმანიას დიპლომატიურ ნოტას გაუგზავნის

ნახვები: 594 მათეუშ მორავიეცკი აცხადებს, რომ საომარი რეპარაციების გადახდის თაობაზე პოლონეთი გერმანიას დიპლომატიურ ნოტას გაუგზავნის

საომარი რეპარაციების გადახდის თაობაზე პოლონეთი გერმანიას დიპლომატიურ ნოტას გაუგზავნის. აღნიშნულის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მათეუშ მორავიეცკიმ პოლონურ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ დიპლომატიურ ნოტას გავუგზავნით გერმანიას. ჩვენ მათ მოვუწოდებთ მოლაპარაკების პროცესისკენ. ჩვენ ამის მიღწევას ვეცდებით ყველა შესაძლო ფორუმზე, ყველა შესაძლო გზით“, – განაცხადა მორავიეცკიმ.

პოლონეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ უახლოეს თვეებსა და წლებში პოლონეთი აქტიურად გააშუქებს ახლახანს წარმოდგენილ ანგარიშს ომში პოლონეთის დანაკარგების შესახებ და ყველაფერს, რაც მასში წერია.

პოლონეთის მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ამ პრობლემის სამართლებრივი სტატუსის გარკვევა.

„პოლონეთის მხრიდან არ ყოფილა არც უარი რეპარაციების შესახებ, არც ერთი უარი კომპენსაციაზე“, – ხაზგასმით აღნიშნა მორავიეცკიმ.

​მისი თქმით, მაშინდელმა პოლონეთის კომუნისტმა ლიდერმა, ბოლესლავ ბერუტმა განაცხადა, რომ იყო მინისტრთა საბჭოს ერთგვარი გადაწყვეტილება ვარშავის მიერ გერმანულ რეპარაციაზე უარის თქმის შესახებ, თუმცა, როგორც მორავიეცკი ირწმუნება, არც ერთ გაერო-ს დოკუმენტში არ არის მსგავსი რეზოლუცია და აღნიშნული დაფიქსირებული უნდა ყოფილიყო საერთაშორისო დოკუმენტებში.

რამდენიმე დღის წინ ვარშავაში წარადგინეს ანგარიში მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანიის ოკუპაციის შედეგად პოლონეთისთვის მიყენებული ზარალის შესახებ. პოლონეთის მმართველი პარტიის ლიდერმა, იაროსლავ კაჩინსკიმ განაცხადა, რომ ბერლინმა ვარშავას უნდა გადაუხადოს 1,5 ტრილიონ დოლარზე მეტი, საომარი რეპარაციების სახით. გერმანიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული საკითხის განხილვას პოლონეთთან არ აპირებენ და საკითხს დახურულად მიიჩნევენ, რადგან პოლონეთმა უარი თქვა რეპარაციებზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა