ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შალვა პაპუაშვილი - საზოგადოება ხედავს პარლამენტს, რომელიც მუშაობს და ცვლილებებს აინიცირებს, მეორე მხრივ, ოპოზიციას, რომლის ნაწილი 12 რეკომენდაციის შესრულების ჩაშლას ცდილობს

ნახვები: 622 შალვა პაპუაშვილი - საზოგადოება ხედავს პარლამენტს, რომელიც მუშაობს და ცვლილებებს აინიცირებს, მეორე მხრივ, ოპოზიციას, რომლის ნაწილი 12 რეკომენდაციის შესრულების ჩაშლას ცდილობს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციის ნაწილი ცდილობს, საკუთარი დღის წესრიგი შემოიტანოს 12 რეკომენდაციის შესრულების ფარგლებში.

პაპუაშვილის განმარტებით, საზოგადოება ხედავს პარლამენტს, რომელიც მუშაობს და ცვლილებებს აინიცირებს, მეორე მხრივ კი, ხედავს ოპოზიციას, რომლის ნაწილი ცდილობს, 12 რეკომენდაციის შესრულება ჩაშალოს.

ერთი მხრივ, იყო გამჭვირვალე და ინკლუზიური საპარლამენტო ფორმატი და მეორე მხრივ, ვნახეთ პარტიული ფორმატი, სადაც სამი პარტია ერთმანეთში თათბირობდა და ეს არ არის ის სამუშაო, რომელსაც ჩვენგან ევროკავშირი ელოდება. მათი მიზანი იყო, პროცესი დაეზიანებინათ, თითქოს, ეს პროცესი არ იყო სრულყოფილი. რვა საპარლამენტო ჯგუფიდან ხუთი საპარლამენტო ფორმატში მუშაობდა, რასაც ბოიკოტს უცხადებდნენ. ოპოზიციის ნაწილი ცდილობს, საკუთარი დღის წესრიგი რაღაცნაირად შემოაცუროს 12 რეკომენდაციის შესრულების ფარგლებში. პირდაპირ განაცხადეს, რომ ისინი აპირებენ, ჩაშალონ 12 რეკომენდაციის შესრულება. “ნაციონალური მოძრაობა” და მისი მოკავშირეები არ აპირებენ, საკონსტიტუციო ცვლილებას დაუჭირონ მხარი პროკურორის არჩევის წესზე. საზოგადოება ხედავს პარლამენტს, რომელიც მუშაობს და ცვლილებებს აინიცირებს, მეორე მხრივ კი, ხედავს ოპოზიციას, რომლის ნაწილი ცდილობს, 12 რეკომენდაციის შესრულება ჩაშალოს. ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს არ აწყობს, ქვეყანამ ევროინტეგრაციის მიმართულებით პროგრესი განიცადოს, წინ წავიდეს და კანდიდატის სტატუსი მიიღოს. როგორც კი საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ისინი ფიქრობენ, რომ ეს იქნება ხელისუფლებისთვის პოლიტიკური ქულების მომტანი, რაც არ აწყობთ და მზად არიან, საკუთარი ქვეყნის ევროპული მომავალი კითხვის ქვეშ დააყენონ, რათა ვიწროპარტიული სარგებელი მიიღონ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა