ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

გრიგოლ ლილუაშვილი - 2021 წელს, ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 162 პირი

ნახვები: 591 გრიგოლ ლილუაშვილი - 2021 წელს, ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 162 პირი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, ანტიკორუფციულმა სააგენტომ 2021 წელს დააკავა და უწყების მიერ ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა არაერთი თანამდებობის პირი და საჯარო მოხელე.

როგორც ლილუაშვილმა პარლამენტში უწყების 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, ანტიკორუფციულმა სააგენტომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 53 საქმეზე, კერძოდ, დიდი ოდენობით ქრთამის აღების, ქრთამის მიცემის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, თაღლითობისა და სხვა ფაქტებზე. ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 162 პირი.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2021 წელს, უნებართვო არქეოლოგიური სამუშაოების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ამოღებულია უმნიშვნელოვანესი ისტორიული ღირებულების არტეფაქტი – მეფე დავით მეოთხე აღმაშენებლის პერიოდის უნიკალური მონეტა, რომელიც გადაეცა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის წარდგენისას გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, სამსახურის პრიორიტეტს კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულებში საჯარო მოხელეების შესაძლო ჩართულობის პრევენცია წარმოადგენს, რისთვისაც სამსახური ცდილობს, გააძლიეროს ანტიკორუფციული სააგენტოს შემადგენლობაში შემავალი კორუფციის პრევენციის სამსახურის პროფესიული და ინსტიტუციური შესაძლებლობები.

„2021 წელს კორუფციასთან ბრძოლის საკითხებზე განხორციელდა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის გამიზნული ე.წ. საინფორმაციო შეხვედრების პროექტი. აღნიშნული პროექტი მომზადდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში. აღნიშნული შეხვედრების ეფექტიანად განხორციელების მიზნით, შეირჩა ექსპერტთა ძლიერი ჯგუფი, რომელმაც ზემოთ ხსენებული პროგრამის ფარგლებში, გაიარა სპეციალური მომზადება. შედეგად, 2021 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ორგანიზებითა და ევროსაბჭოს მხარდაჭერით გადამზადდა საჯარო უწყებებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ასეულობით წარმომადგენელი. ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებს მუდმივი ხასიათი აქვს და მათი ორგანიზება სამსახურის მიერ სამომავლოდაც იგეგმება,“ – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა