ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ზელენსკი რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ იზიუმში ჩავიდა

ნახვები: 594 ზელენსკი რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ იზიუმში ჩავიდა

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ხარკივის ოლქის ქალაქ იზიუმში ჩავიდა, სადაც უკრაინის სახელმწიფო დროშა აღმართეს.

"სადღესასწაულო ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღეს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა, უკრაინის შეიარაღებული ძალების და უსაფრთხოების სხვა ქვედანაყოფების წარმომადგენლებმა, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს ქალაქი "რაშისტი" ოკუპანტებისგან," - ნათქვამია განცხადებაში.

მედიის ინფორმაციით, ღონისძიების დასაწყისში დამსწრე პირებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპული დამცველების ხსოვნას. პრეზიდენტმა უკრაინელ ჯარისკაცებს მადლობა გადაუხადა მიწების გათავისუფლებისთვის, რის შემდეგაც საზეიმო ვითარებაში, საკრებულოს თავზე უკრაინის სახელმწიფო დროშა აღიმართა.

***

გუშინ, 13 სექტემბერს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტებისგან ხარკივის ოლქის 300-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ ოკუპანტებისგან 8 000 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია გაათავისუფლეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა