ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ბათუმის სათამაშო ფესტივალის ფარგლებში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

ნახვები: 591 ბათუმის სათამაშო ფესტივალის ფარგლებში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

 

 

სექტემბრის ბოლოს აჭარის დედაქალაქში გაიმართება საერთაშორისო ფესტივალი Batumi Gaming Fest 2022, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია სათამაშო ბიზნესის კონფერენცია ხელისუფლების წარმომადგენლების, მასერტიფიცირებელი და საგანმანათლებლო ორგანიზაციების, ოპერატორების და მომიჯნავე დარგების   წარმომადგენლების მონაწილეობით .

კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია პანელური დისკუსია  აზარტული თამაშების ინდუსტრიაში არსებულ მდგომარეობაზე, შესაძლო განვითარების ვექტორებზე, ასევე ქართული სათამაშო ბიზნესის აქტუალურ პრობლემებზე.  პანელურ დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ აჭარის სამორინეთა ასოციაციის ხელმძღვანელი შოთა ამირანაშვილი, საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის  ხელმძღვანელი გიორგი მამულაიშვილი, სათამაშო ბიზნესის აღჭურვილობისა და პროგრამული უზრუნველყოფის დარგში სერტიფიცირების ორგანოს Random Systems-ის წარმომადგენელი ზაზა ბარამიძე და ბაზრის სხვა წარმომადგენლები. დისკუსიის მოდერატორი იქნება სამორინეთა მარკეტინგული სააგენტოს, Plasma 8-ის დირექტორი - ლავრენტი გუბინი.

კიდევ ერთი დაგეგმილი განხილვა კონფერენციის მიმდინარეობისას არის ბლოკჩეინისა და კრიპტოვალუტის როლი თანამედროვე სათამაშო ბიზნესში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: გიორგი ფალიანი - CoinsPaid Media-ს ხელმძღვანელი, ნიკა გიგაშვილი - Sports Media Holding-ის მმართველი დირექტორი და მიხეილ დიდებულიძე  Degamefi-დან.

პრეზენტაციებს ასევე  წარადგენენ  სხვადასხვა კომპანიებისა და მედიის წარმომადგენლები. კონფერენციის მნიშვნელოვანი თემა იქნება სოციალური პასუხისმგებლობა აზარტული თამაშების ოპერატორების მუშაობაში. ამ თემაზე პრეზენტაციას ამზადებს პიტერ უაითი, Outsource Digital Media -ს (ინგლისში გამოცემული  საერთაშორისო დარგობრივი ჟურნალი Casino Life) მმართველი დირექტორი.

ყურადღება დაეთმობა მარკეტინგსაც. სამორინე Eclipse-ს  მენეჯერი მუსლიმ აგაევი ისაუბრებს ოქროს კვეთის გავლენაზე მოთამაშეებისთვის მაქსიმალური ანაზღაურების განსაზღვრისას, ხოლო ლავრენტი გუბინი, სააგენტო Plasma 8-ის დირექტორი, გააზიარებს სამორინეს პოპულარიზაციის საიდუმლოებებს და თანამედროვე პირობებში ბიზნესის აუცილებელ  თვითშეზღუდვებზე ისაუბრებს.

ღონისძიების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მომხსენებელია ლუსიენ ვაისმანი, ცნობილი ტრენერი სლოტ-ოპერაციების სფეროში. ლუსიენი ფესტივალის მეორე დღეს გააკეთებს პრეზენტაციას და ასევე გამართავს მასტერკლასების სერიას.

დამატებითი ინფორმაციისთვის და ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ღონისძიების ვებ-გვერდს: https://bgf.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა