ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე: დაიღუპა 14 წლის ბიჭი, ეს იყო სასტიკი თავდასხმა, რომელსაც არანაირი სამხედრო ლოგიკა არ გააჩნია
დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის შედეგად წყლის დონემ 4 მეტრს მიაღწია და საავტომობილო გზა დაზიანდა, ამ დროისთვის საფრთხე მინიმალურია
გურიაში განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით სამი პირი დააკავეს, საქმეში ე.წ. კანონიერი ქურდიც ფიგურირებს
თავდაცვის სამინისტროს თანხების გაფლანგვის საქმეზე მსჯავრდებულებმა ვასილ მხეიძემ და გიორგი ხაინდრავამ საპატიმრო დატოვეს
War update: 236 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottest
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,590 over past day
ADF down 267 out of 295 drones used by Russia to attack Ukraine overnight
SSU exposes FSB agent planning strike on Ukrainian drone repair unit

ალექსანდრე რაქვიაშვილი - ურიგო არ იქნება, შევიმუშაოთ კანონპროექტი, მაგალითად, პოლიციელს რომ ბინას აუშენებთ, ბინაზე მიწერილი იყოს, რომ აშენდა ხალხისთვის წართმეული ფულის ხარჯზე

ნახვები: 640 ალექსანდრე რაქვიაშვილი - ურიგო არ იქნება, შევიმუშაოთ კანონპროექტი, მაგალითად, პოლიციელს რომ ბინას აუშენებთ, ბინაზე მიწერილი იყოს, რომ აშენდა ხალხისთვის წართმეული ფულის ხარჯზე

არ იქნება ურიგო, შევიმუშაოთ კანონპროექტი, მაგალითად, პოლიციელს ბინას რომ აუშენებთ, ბინაზე მიწერილი იყოს, რომ აშენდა ხალხს რომ ფული წავართვით იმის ხარჯზე. მაგალითად, რთველს რომ დავაფინანსებთ და ვიტყვით, რომ ყურძენი იყიდა მთავრობამ, ვთქვათ, რომ ეს მოხდა ჩვენი შვილების მომავალი შემოსავლების ხარჯზე, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ „2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე მსჯელობენ.

რაქვიაშვილის თქმით, პრობლემას წარმოადგენს მომავალი თაობების ხარჯზე ცხოვრება და ადამიანებისთვის სიმართლის ართქმა.

„ხშირად არის აღქმული, რომ ბიუჯეტი რომ იზრდება, ის კარგია, ხარჯები რომ იზრდება, კარგია, მაგალითად, პოლიციელებს ბინებს რომ უშენებთ, კარგია და ა.შ. ზოგადად, პოზიტიურად არის ხოლმე ეს აღწერილი და არაფერია ნათქვამი, ეს ფული ხომ ადამიანების ფულია, რომელიც წავართვით. არ იქნება ურიგო, შევიმუშაოთ კანონპროექტი, მაგალითად, პოლიციელს ბინას რომ აუშენებთ, ამ ბინაზე მიწერილი იყოს, რომ ეს ბინა აშენდა ხალხს რომ ფული წავართვით იმის ხარჯზე. მაგალითად, რთველს რომ დავაფნანსებთ და ვიტყვით, რომ ყურძენი იყიდა მთავრობამ, ეს იმიტომ, რომ ჩვენს შვილებს ვალი გავუზარდეთ და ჩვენი შვილების მომავალი შემოსავლების ხარჯზე მოხდა.

სიმართლე ვუთხრათ ადამიანებს. მე რო ვთქვა ახლა, არ აუშენოთ პოლიციელებს ბინა, მეტყვით,  ოხ, როგორ შეიძლება, პოლიციელი ადამიანი არ არის? ოჯახი ჰყავს, როგორ, ბინა არ სჭირდებაო? ყველა ადამიანს სჭირდება ბინა და კარგი ცხოვრება, ეს ხომ თავისთავად ცხადია, უბრალოდ, რის ხარჯზე ვაკეთებთ? ვიღაც ადამიანს ვართმევთ ფულს, ამას ვაძლევთ. თან ბიუჯეტში დეფიციტი გვაქვს, ანუ მომავალი თაობების ხარჯზე ვცხოვრობთ და ნაცვლად იმისა, რომ ეს დეფიციტი შევამციროთ, ჩვენ ხარჯებს ვზრდით. ეს არის ზოგადად პრობლემა, ბევრად მარტივი იქნება, თუ სიმართლეს ვიტყვით. ვიდრე ისე წარმოგვიდგენია, რომ ბიუჯეტის ზრდა კარგი საქმეა და ბიუჯეტმა თუ რთველი დააფინანსა, ჰაერიდან ჩამოვარდა ეს ფული, მანამდე გვექნება ეს პრობლემები. მინდა, ასეთი კანონპროექტი შემოგთავაზოთ და თუ გაბედავთ, მიიღოთ, მადლობელი ვიქნები“, – აღნიშნა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა