ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ემანუელ მაკრონი - ჩვენ გვაქვს საერთო გეოგრაფიული რეალობა, ევროპის კონტინენტი, კავკასიიდან ისლანდიამდე

ნახვები: 623 ემანუელ მაკრონი - ჩვენ გვაქვს საერთო გეოგრაფიული რეალობა, ევროპის კონტინენტი, კავკასიიდან ისლანდიამდე

ჩვენ გვაქვს საერთო გეოგრაფიული რეალობა, ევროპის კონტინენტი, კავკასიიდან ისლანდიამდე, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პრაღაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველ შეხვედრის დასასრულს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„დღეს პრაღაში შეკრებილ 44 სახელმწიფოს შორის არიან ევროკავშირის წევრები, ასევე ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი სახელმწიფოები და ისინიც, რომლებმაც დატოვეს ევროკავშირი ან არ სურთ მისი წევრობა. მაგრამ ჩვენ გვაქვს საერთო გეოგრაფიული რეალობა – ევროპის კონტინენტი. კავკასიიდან ისლანდიამდე”, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, 44-ივე ქვეყანა, რომელიც ესწრებოდა პრაღაში გამართულ შეხვედრას, გმობს რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ.

„ვიცით, რომ ევროპაში ბევრ რამეზე ვერ ვთანხმდებით, თუმცა უკრაინის მხარდაჭერაში ერთიანები ვართ. ევროპის პოლიტიკურმა გაერთიანებამ მოგვცა საშუალება, ერთმანეთს შევხვედროდით, რაც აქამდე შეუძლებელი იყო. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი, რომელიც 2019 წელს აირჩიეს, არასდროს შეხვედრია თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანს. როდესაც ჩვენ ერთი კონტინენტი გვაქვს და არსებობს ბევრი რამ, რომელიც ერთად უნდა გავაკეთოთ, ასეთი შეხვედრები ძალიან სასარგებლოა. ეს არის რასაც ამ სესიაზე მივაღწიეთ”, – განაცხადა მაკრონმა.

მისივე თქმით, პრაღაში შეკრებილმა ლიდერებმა ასევე იმსჯელეს კრიზისზე, რომლის წინაშეც ევროპა დგას.

„კონფლიქტი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, კრიზისები დასავლეთ ბალკანეთში, დაძაბულობა თურქეთსა და საბერძნეთს და კვიპროსს შორის. ჩვენ ამ ყველაფერზე ღიად და პირდაპირ ვისაუბრეთ. კარგია, რომ ამ საკითხებზე მოლაპარაკება პირისპირაა შესაძლებელი”, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა

მან ასევე ყურადღება გაამახვილა ევროპის ინფრასტრუქტურის დაცვის მნიშვნელობაზე.

„ჩვენ გვაქვს კრიტიკული ინფრასტრუქტურა. ესაა გაზსადენები, კაბელები, თანამგზავრები. ჩვენ გვჭირდება ევროპული სტრატეგია მათ დასაცავად. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ევროკავშირისთვის, არამედ ყველა სუვერენული ქვეყნისთვის, რომელიც დღეს პრაღაშია წარმოდგენილი. ასევე ბევრი ევროპული ქვეყანა გახდა კიბერთავდასხმის მსხვერპლი. მათ შორის რუსეთიდან, ირანიდან…ძალიან მნიშვნელოვანია მთავრობათა შორის თანამშრომლობა კიბერდანაშაულთან საბრძოლველად. სევე პროპაგანდასთან და დეზინფორმაციასთან ბრძოლა. აუცილებელია ამ საკითხზე საერთო მიდგომა გვქონდეს. ასევე ამ ფორმატში აუცილებელია რეგიონული საკითხების განხილვა – შავი ზღვის რეგიონის, ბალტიის ზღვის, კავკასიის. ეს ბევრი ევროპული ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხებია. ჩვენ ვდგავართ არაერთი გამოწვევის წინაშე, რომლებიც მოდის იმ ქვეყნებისგან, რომლებიც უარს ამბობენ თანამშრომლობაზე“, – განაცხადა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე ყურადღება გაამსხვილა უკრაინის დასახმარებლად სპეციალური ფონდის შექმნის აუცილებლობაზე და საერთო ენერგეტიკული პოლიტიკის შემუშავების მნიშვნელობაზე.

„ეს აუცილებელია ენერგიაზე ფასების შესამცირებლად. გვქონდა საინტერესო დისკუსიები. არსებობს რამდენიმე ევროპული ქვეყანა, რომელიც არის ენერგიის მწარმოებელი. ნორვეგია და აზერბაიჯანი, რომლებიც აქ იმყოფებიან და აუცილებელია უკეთესი, ინტეგრირებული სტრატეგიის ჩამოყალიბება, რათა ჩვენი ენერგიის წყაროების დივერსიფიცირება შევძლოთ და შევამციროთ ჩვენი დამოკიდებულება სხვა ქვეყნებზე, რომლებიც ჩვენს ღირებულებებს არ იზიარებენ”, – განაცხადა მაკრონმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა