მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine
Ukraine's Unmanned Systems Forces destroy one Russian battalion on front line every day – 'Magyar'

ლევან ბეჟაშვილი - მელიას ხარჯებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია შეუსაბამოა რეალობასთან, სჯობს, სოსო თოფურიძე თავისი პირადი საქმეებით დაკავდეს

ნახვები: 604 ლევან ბეჟაშვილი - მელიას ხარჯებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია შეუსაბამოა რეალობასთან, სჯობს, სოსო თოფურიძე თავისი პირადი საქმეებით დაკავდეს

ნიკა მელიას ხარჯებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია აბსოლუტურად შეუსაბამოა რეალობასთან, რადგან ეს ხარჯები ღიაა. პარტიას არ აქვს იმდენი რესურსიც კი, მათ შორის არც საარჩევნო კამპანიაში, რომ გაუგებარ ხარჯებზე ვისაუბროთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა.

ბეჟაშვილი  გამოეხმაურა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო თოფურიძის განცხადებას, სადაც თოფურიძე ამბობს: „ხელისუფლებაზე რაღა უნდა ვთქვა, ოპოზიციამ ხალხის ხარჯზე მოიწყო ცხოვრება. სად იყავით ოპოზიციის წევრები, ნიკა მელია ასეთ მაღალ ანაზღაურებას რომ ინიშნავდა.

ლევან ბეჟაშვილის თქმით, სოსო თოფურიძის მიზანი და მოტივი გაუგებარია.

„სოსო თოფურიძე მთელი ამ წლების განმავლობაში, 9 წლის განმავლობაში არც საქართველოთი დაინტერესებულა, არც პარტიით, არც პოლიტიკით და ახლა, პარტიისთვის ყველაზე მნიშვნელოვან დროს, როცა პრაქტიკულად სუს-ის ნარატივით ხდება პარტიისა და ნიკა მელიას წინააღმდეგ ფეისბუქკამპანიის აგორება, მისი მიზნები, მოტივები გაუგებარია. ერთი დასკვნა შეიძლება, არსებობდეს, რომ სუს-ის ყოფილი თანამშრომელი არ არსებობს და რეალურად, მისი განცხადებები სწორედ სუს-ის ნარატივის გაგრძელებას ემსახურება“ – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ლევან ბეჟაშვილმა შეაფასა სოსო თოფურიძის განცხადების ის ნაწილიც, სადაც თოფურიძე ოპოზიციას საყვედურობს, რომ ხალხი მოატყუეს და ბიუჯეტიდან თანხები მიითვისეს.

ბეჟაშვილის განცხადებით, სჯობს, სოსო თოფურიძე თავისი პირადი საქმეებით დაკავდეს.

„ვფიქრობ, სჯობს ის დაკავდეს თავისი პირადი საქმეებით. ადამიანი, რომელსაც 10 წლის განმავლობაში არც მოუკითხავს ქართული პოლიტიკა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ადამიანი, რომლის საქმიანობისგანაც დიდი ზიანი მიადგა „ნაციონალურ მოძრაობას“ წლების განმავლობაში. „ნაციონალურ მოძრაობას“ დღეს სჭირდება ერთობა, ერთობა შიდაპარტიული, ერთობა სხვა პოლიტიკურ პარტიებთან, რათა მთავარ პრობლემას „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს ებრძოლოს და არა შიდაპარტიული გარჩევებით დავკავდეთ“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა