მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine
Ukraine's Unmanned Systems Forces destroy one Russian battalion on front line every day – 'Magyar'

რუსეთის ანტიტერორისტულ კომიტეტში აცხადებენ, რომ ყირიმის ხიდის ნაწილი აფეთქების შემდეგ ჩამოინგრა

ნახვები: 603 რუსეთის ანტიტერორისტულ კომიტეტში აცხადებენ, რომ ყირიმის ხიდის ნაწილი აფეთქების შემდეგ ჩამოინგრა

რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტის ცნობით, ყირიმის ხიდზე ხანძარი სატვირთო ავტომობილის აფეთქებამ გამოიწვია. როგორც ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, აფეთქების შემდეგ ცეცხლი სარკინიგზო შემადგენლობაზე მიმაგრებულ საწვავის ავზებს გაუჩნდა.

როგორც ანტიტერორისტულ კომიტეტში აცხადებენ, მომხდარის შედეგად ხიდის ნაწილი ჩამოინგრა, თუმცა გემების მიმოსვლისთვის განკუთვნილი ხაზი არ დაზიანებულა.

რუსული მედიის ცნობით, ამ დროისთვის, ყირიმის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა სრულად ჩაკეტილია.

რუსეთში განაცხადეს, რომ ვლადიმერ პუტინი მომხდარის შესახებ ინფორმირებულია და რუსეთის პრეზიდენტმა პირადად გასცა ხანძრის გამომწვევი მიზეზების გამოძიების და მიყენებული ზიანის აღმოფხვრის განკარგულება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა