ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის 725 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი

ნახვები: 615 ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის 725 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის 725 მილიონი დოლარის ოდენობით სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი.

როგორც „ბიბისი“ წერს, აღნიშნული თანხით თავდაცვისთვის განკუთვნილი აღჭურვილობა, ასევე სამხედრო მომზადებისა და სწავლების ხარჯები დაიფარება.

თეთრი სახლი ასევე მუშაობს უკრაინისთვის დაჩქარებული წესით ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემა „ნასამსების“ მისაწოდებლად. პენტაგონის ცნობით, ახალ პაკეტში შევა „ჰაიმარსის“ საარტილერიო-სარაკეტო სისტემისთვის დამატებითი საბრძოლო მასალები, 23 000 ერთეული საარტილერიო ჭურვი, 5 000 ერთეული დისტანციური ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი, რადიოლოკაციური რაკეტები, 200-მდე ერთეული სატრანსპორტო საშუალება.

აშშ-მა უკრაინას 2021 წლის იანვრის შემდეგ სამხედრო დახმარების სახით 18,2 მილიარდი დოლარის ღირებულების პაკეტი გამოუყო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა