არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
პროკურატურამ „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებისა და ტერორისტული საქმიანობის დახმარების ბრალდებით ორ პირს ბრალდება წარუდგინა
სურსათის ეროვნული სააგენტო: თბილისის საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლენილა
ბერდია სიჭინავა ჩორჩანას საქმეზე: გახარიას პოზიცია ცალსახაა, საგუშაგოს მშენებლობის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა
ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე: დაიღუპა 14 წლის ბიჭი, ეს იყო სასტიკი თავდასხმა, რომელსაც არანაირი სამხედრო ლოგიკა არ გააჩნია
დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის შედეგად წყლის დონემ 4 მეტრს მიაღწია და საავტომობილო გზა დაზიანდა, ამ დროისთვის საფრთხე მინიმალურია
გურიაში განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით სამი პირი დააკავეს, საქმეში ე.წ. კანონიერი ქურდიც ფიგურირებს
თავდაცვის სამინისტროს თანხების გაფლანგვის საქმეზე მსჯავრდებულებმა ვასილ მხეიძემ და გიორგი ხაინდრავამ საპატიმრო დატოვეს

ნუგზარ წიკლაური - რაც გუშინ მოხდა, როცა ცალკე ბრიფინგი ჩატარდა, ამან არაფერი შეგვმატა, გარდა იმისა, რომ „ქოცებს" მისცა ამ თემაზე უგერგილო ღლიცინის შესაძლებლობა

ნახვები: 636 ნუგზარ წიკლაური - რაც გუშინ მოხდა, როცა ცალკე ბრიფინგი ჩატარდა, ამან არაფერი შეგვმატა, გარდა იმისა, რომ „ქოცებს" მისცა ამ თემაზე უგერგილო ღლიცინის შესაძლებლობა

რაც გუშინ მოხდა, როცა ცალკე ბრიფინგი ჩატარდა, ამან არაფერი შეგვმატა, გარდა იმისა, რომ „ქოცებს" მისცა ამ თემაზე რაღაც უგერგილო ღლიცინის შესაძლებლობა. ეს არის უპასუხისმგებლობა და ასეთი რამ მე მგონი, აღარ უნდა განმეორდეს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, რითაც შიდაპარტიული არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, პარტიის წევრების ნაწილის მოთხოვნას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, პარტიაში არჩევნების წესთან დაკავშირებით მოსაზრება ორად იყოფა. წიკლაურის განმარტებით, ნაწილი ფიქრობს, რომ თავმჯდომარის არჩევა ლოკალურად უნდა მოხდეს, ნაწილის მოსაზრებით კი, არჩევნები მხარდამჭერების ჩართულობით უნდა განხორციელდეს.

„უმთავრესი გახლავთ, როგორი იქნება არჩევნები ჩართულობის თვალსაზრისით. არის მოსაზრება, რომ მხოლოდ და მხოლოდ ლოკალურმა ჯგუფებმა აირჩიონ პარტიის თავმჯდომარე, მაგალითად, მხოლოდ საკრებულოს წევრებმა, პოლიტიკური საბჭოს წევრებმა და ა.შ., მაგრამ არის მეორე მოსაზრება და მე მხარს ამ მოსაზრებას ვუჭერ, რომ არჩევნები იყოს ძალიან ფართო, ჩვენი მომხრეების მაქსიმალური ჩართულობით და ის ლეგიტიმაცია, რომელზეც ძალიან ხშირად ლაპარაკობენ ადამიანები, მიღწეული იყოს სწორედ ამ გზით.

"ნაციონალური მოძრაობისთვის" სხვადასხვა დროს, ხმა 700 000 და 800 000 ადამიანსაც მიუცია. მე ვფიქრობ, რომ ეს ადამიანები იმსახურებენ იმას, რომ თუ მათ სურვილი აქვთ, თვითონ მოახდინონ ფორმულირება და კონსტრუირება იმ გუნდის, რომელიც შემდგომ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" გაუძღვება. ამიტომ, ფართო ჩართულობის მომხრე ვარ, ელექტრონული კენჭისყრაც უნდა იყოს გამოყენებული. ეს არის ტექნიკური, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი დეტალები და ყველაფერ ამაზე სასაუბროდ აუცილებელია, რომ ყველანი ერთად ვიყოთ აქ და ყველამ ერთად მივიღოთ გადაწყვეტილებები.

მე კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ არჩევნებთან დაკავშირებით ერთ თვეზე მეტია უკვე პარტიაში მიმდინარეობს საუბარი და ეს ნიკა მელიას ინიციატივა იყო. ამიტომ იყო სრულად გაუგებარი და აუხსნელი, რომ რაღაც ქონგურებზე შემოდგა ხალხი და თითქოსდა ახალ რამეს ამბობდა, სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა ამას. ჩვენთვის ახლა მნიშვნელოვანია, რომ კონსოლიდირებული იყოს ის გადაწყვეტილება, რასაც არჩევნებთან დაკავშირებით მივიღებთ. გუშინ რაც მოხდა, როცა ცალკე ბრიფინგი ჩატარდა, ამან არაფერი შეგვმატა, გარდა იმისა, რომ „ქოცებს" მისცა შესაძლებლობა, რაღაც უგერგილო ღლიცინის ამ თემაზე. ეს არის უპასუხისმგებლობა და ასეთი რამ მე მგონი, აღარ უნდა განმეორდეს," - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნაწილი შიდაპარტიული არჩევნების ჩატარებას ითხოვს. კერძოდ, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ნადირაძემ და რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ბრიფინგი გუშინ გამართეს, სადაც მოითხოვეს, რომ პარტიის პოლიტსაბჭო და სამდივნო ხელახლა დაკომპლექტდეს და ასევე, აირჩეს პარტიის ახალი თავმჯდომარე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა