ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

რომან გოცირიძე:შემოვდივარ წინადადებით, ენმ-ს თავმჯდომარეობისთვის დაწესდეს კრიტერიუმები - არ ატარებდეს წვერ-ულვაშს

ნახვები: 597 რომან გოცირიძე:შემოვდივარ წინადადებით, ენმ-ს თავმჯდომარეობისთვის დაწესდეს კრიტერიუმები - არ ატარებდეს წვერ-ულვაშს

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევის პროცესთან დაკავშირებით, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

როგორც ის Facebook-ზე წერს, „აქვს ინიციატივა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობისთვის დაწესდეს კრიტერიუმები, რომ ჰქონდეს პოლიტიკური საქმიანობის სტაჟი და არ ატარებდეს წვერ-ულვაშს“.

ენმ-ში თავმჯდომარის არჩევის წესის მოსამზადებელი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა – სავარაუდოდ, 22 ნოემბრამდე თავმჯდომარის არჩევნების წესი ჩამოყალიბდება

„ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარედ რამდენიმე პირის მიერ საკუთარი კანდიდატურის დასახელების შემდეგ, ბევრს გაუჩნდა მსგავსი გადაწყვეტილების მიღების სურვილი. დაბლა დაწეული სტანდარტების გამო ამ პროცესმა უმართავი ხასიათი რომ არ მიიღოს, შემოვდივარ წინადადებით, რომ კანდიდატების შესარჩევად დაწესდეს რამდენიმე კრიტერიუმი, კერძოდ:

1. უნდა იყოს კომპეტენტური,

2. უნდა ჰქონდეს პოლიტიკური საქმიანობის საკმაო სტაჟი,

3. უნდა იყოს მძიმეწონოსანი (რაშიც მხოლოდ ფიზიკური წონა არ იგულისხმება, თუმცა ესეც არ იქნებოდა ცუდი, ქუჩის აქციების წინამძღოლობისათვის),

4. არ უნდა ატარებდეს წვერ-ულვაშს.

ვაპირებ თუ არ მივიღო მონაწილეობა ამ კონკურსში? სამწუხაროდ, არა. ვერ ვაკმაყოფილებ ბოლო, მეოთხე კრიტერიუმს“, – წერს რომან გოცირიძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა