ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

მეუფე სვიმეონი - არამარტო ტელევიზიების, ბევრი არასწორად მოაზროვნე ადამიანის შედეგია ის, რაც ჩვენ ეპარქიაში მოხდა

ნახვები: 623 მეუფე სვიმეონი - არამარტო ტელევიზიების, ბევრი არასწორად მოაზროვნე ადამიანის შედეგია ის, რაც ჩვენ ეპარქიაში მოხდა

არამარტო ტელევიზიების, ძალიან ბევრი არასწორად მოაზროვნე ადამიანის შედეგია ის, რაც რამდენიმე დღის წინ ჩვენ ეპარქიაში მოხდა. მოგეხსენებათ, წინა დღეებში ეკლესიაზე თავდასხმა იყო, პირადად ჩემზე და მრავალ სასულიერო პირზე და შედეგმაც არ დააყოვნა, - ასე გამოეხმაურა სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი ქადაგების დროს, მის ეპარქიაში, ხაშურის მუნიციპალიტეტში არსებულ დედათა მონასტერში, მომხდარ ფაქტს.

ეპისკოპოსი, დანაშაულს მანიაკალურ დამოკიდებულებად აფასებს. მისივე თქმით, დაშავებული მონაზვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

"ტვინის შერყევა აქვს მიღებული. მეორე თვალშიც მხედველობა აღუდგა და შედარებით უკეთესად არის. ღვთის შეწევნით ის მალე დატოვებს საავადმყოფოს და ჩვენს გვერდით იქნება.

არა მარტო ტელევიზიების, ძალიან ბევრი არასწორად მოაზროვნე ადამიანის შედეგია ის, რაც მოხდა რამდენიმე დღის წინ ჩვენ ეპარქიაში. მოგეხსენებათ წინა დღეებში ეკლესიაზე თავდასხმა იყო, პირადად ჩემზე და მრავალ სასულიერო პირზე და შედეგმაც არ დააყოვნა.

რომელი საუკუნეა? მე მასწავლიან სიკეთის კეთებას? მე მასწავლიან როგორი უნდა ვიყო? საკუთარი სიცოცხლე მაქვს გადადებული და მე მასწავლიან რა არის სწორი ცხოვრება? აი, ამ სიძულვილის ენამ საქართველო იმ მდგომარეობამდე მიიყვანა, რომ ქართველი კაცი ეკლესიების წინააღმდეგ გახადა. ვაი, ქართველებო. ასეთი რამ არ მახსოვს, რომ ეკლესიაში მონაზონზე თავდასხმა მომხდარიყოს. ეკლესიის შეურაცხყოფამ და ამდენმა დევნამ რა მოიტანა, საზოგადოებამ დაინახა. ეკლესიაზე თუ მონაზვნებზე გაჭირვებული ადამიანები როგორ უნდა წააქეზო”,-განაცხადა ეპისკოპოსმა.

ცნობისთვის, ხაშურისა და სურამის ეპარქიის დედათა მონასტერში, 25 ნოემბერს, ორი პირი შეიჭრა. ისინი მონაზონს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

სამართალდამცავებმა წარსულში ნასამართლევი, 27 და 39 წლის მამაკაცები დააკავეს. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და სსკ-ის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა