ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ირაკლი ღარიბაშვილი - გამოიკვეთა, რომ 885 საბავშვო ბაღი საჭიროებს მშენებლობა-რეაბილიტაციას, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ დავიწყოთ ბაღების მშენებლობა

ნახვები: 592 ირაკლი ღარიბაშვილი - გამოიკვეთა, რომ 885 საბავშვო ბაღი საჭიროებს მშენებლობა-რეაბილიტაციას, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ დავიწყოთ ბაღების მშენებლობა

გამოიკვეთა, რომ 885 საბავშვო ბაღი საჭიროებს მშენებლობა-რეაბილიტაციას. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ დავიწყოთ ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა,- ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

როგორც პრემიერი განმარტავს, მთელი ქვეყნის მასშტაბით აშენდება ახალი ბაღები.

„იცით, რომ ბაღები ძალიან სავალალო მდგომარეობაში იმყოფება. გამოიკვეთა, რომ 885 საბავშვო ბაღი საჭიროებს მშენებლობა-რეაბილიტაციას. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ დავიწყოთ ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა. ეს განხორციელდება სამ ეტაპად, პირველ ეტაპს დავიწყებთ 2023 წლის პირველი იანვრიდან. პროგრამაზე მიემართება 100 მლნ ლარი. ჯამში დაგვიჯდება 1 მლრდ ლარზე მეტი, დაახლოებით მილიარდ სამასი მილიონი ლარი. ჩვენი გათვლებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით სრულად რეაბილიტირდება და აშენდება ახალი ბაღები.“,- აღნიშნავს პრემიერი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა