ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ლევან ხაბეიშვილი - მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა უკვე ერთი წელია, რაც ძალიან მძიმეა და მიხარია, რომ ჯერ კიდევ თავმჯდომარე ნიკა მელია, უკვე პრიორიტეტად განიხილავს ამ საკითხს

ნახვები: 599 ლევან ხაბეიშვილი - მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა უკვე ერთი წელია, რაც ძალიან მძიმეა და მიხარია, რომ ჯერ კიდევ თავმჯდომარე ნიკა მელია, უკვე პრიორიტეტად განიხილავს ამ საკითხს

პრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობა უკვე ერთი წელია, რაც ძალიან მძიმეა და მიხარია, რომ ჯერ კიდევ თავმჯდომარე ნიკა მელია, დღეს უკვე პრიორიტეტად განიხილავს ამ საკითხს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა, რითაც ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადება შეაფასა.

რაც შეეხება სააკაშვილის სასამართლო პროცესს - როგორც ხაბეიშვილი აღნიშნავს, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ სასამართლოში გადაყვანა ვერ ხერხდება, რაც მიანიშნებს იმას, რომ სააკაშვილი საზღვარგარეთ მკურნალობას საჭიროებს.

"ჩვენ ვხედავთ, რომ პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ დაახლოებით, 2 კილომეტრშიც კი მისი გადმოყვანა, როგორც ჩანს, ვერ ხერხდება, მისივე ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. ცხადია, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ პრეზიდენტ სააკაშვილისთვის მნიშვნელოვანია, მესამე ქვეყანაში გაყვანა, რამაც უნდა უზრუნველყოს მისი ჯანმრთელობის და სიცოცხლის შენარჩუნება. ეს არ არის არც პარტიული, არ პოლიტიკური საკითხი, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესი თემა, რომ სააკაშვილი არ იქნას ფაქტობრივად, განწირული იმისთვის, რომ ციხეში "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ მოკლას", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა