ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

"ემპათიას" დასკვნა დღეს გასაჯაროვდება, არის უმძიმესი შეფასებები-სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე

ნახვები: 619 "ემპათიას" დასკვნა დღეს გასაჯაროვდება, არის უმძიმესი შეფასებები-სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე

დღეს გახდება ცნობილი, რა წერია ცენტრ ,,ემპათიას'' დასკვნაში მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. დოკუმენტი სრულად არ გამოქვეყნდება, გასაჯაროვდება მხოლოდ მცირე ინფორმაცია იმ ძირითად საფრთხეებზე, რომელიც მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობას ემუქრება.

მარიამ ჯიშკარიანის თქმით, დიაგნოზები იმდენად მძიმეა, რომ ეს არათუ სასჯელის გადავადების არამედ გათავისუფლების საფუძველი შეიძლება გახდეს.

"ჩვენ მთავარი მიგნებები ბევრჯერ გავახმოვანეთ და იქნება კიდევ ერთხელ, მინდა გითხრათ, რომ დასკვნა არის 193 გვერდი, მას მოჰყვება სამიათას გვერდამდე დანართი, შესაბამისად არის ძალიან მტკიცებულებებზე დაყრდნობილი. დასკვნის მთავარი მიგნება არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გათავისუფლებული სასჯელისგან, ვინაიდან, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე და ხვდება გათავისუფლების სტანდარტებში და იგი უნდა იყოს გადაყვანილი საზღვარგარეთ შემდგომი დიაგნოსტიკისა და მკურნალობისათვის", - ამბობს მარიამ ჯიშკარიანი. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა