ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

მამუკა ხაზარაძე:ბევრი ახალგარზდა აპირებს ქვეყნის დატოვებას-საჭიროა რეფორმა

ნახვები: 597 მამუკა ხაზარაძე:ბევრი ახალგარზდა აპირებს ქვეყნის დატოვებას-საჭიროა რეფორმა

ძალიან ბევრი ახალგაზრდა წავიდა და ძალიან ბევრი აპირებს ქვეყნის დატოვებას, ძალიან ბევრი ახალგაზრდა ამბობს, რომ პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის. ძალიან ბევრი ამბობს, რომ ის განათლება რასაც ისინი აქ იღებენ, არ არის საკმარისი იმისათვის, რომ აქ სამსახური იშოვო და ნორმალური ანაზღაურება გქონდეს, - ამის შესახებ მამუკა ხაზარაძე საკუთარ ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს.  

ხაზარაძე მიიჩნევს, რომ განათლების სერიოზული რეფორმის გარეშე ქვეყანა წინ ვერ წავა.

„განათლების სერიოზული რეფორმის გარეშე ქვეყანა წინ ვერ წავა. ვინ უნდა გააკეთოს ეს? უნდა გავაკეთოთ ჩვენ. მე ჩემი გამოცდილებით ვფიქრობ, რომ იმით, რაც გამიკეთებია ამ სფეროში და ძალიან წარმატებულად, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტის განათლების სისტემაზე უნდა გვქონდეს აღებული ორიენტაცია. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ უმაღლეს სასწავლებელ დამთავრებული ან სკოლა დამთავრებული ჩვენი ახალგაზრდა უნდა იყოს კონკურენტული მოქალაქე მსოფლიოს მასშტაბით, ეს უნდა იყოს მიზანი“, - აცხადებს ხაზარაძე.

მამუკა ხაზარაძე აღნიშნავს, რომ გაქცევა არ არის გამოსავალი და საქართველოს გააჩნია პოტენციალი შექმნას წარმატებული განათლების სისტემა.

„გაქცევა არ არის გამოსავალი, მე არასდროს გავქცეულვარ არცერთ პრობლემას და ვარ საქართველოში, ვიქნები საქართველოში თქვენთან ერთად, იმისათვის, რომ სერიოზული განათლების სისტემა შევქმნათ. მე დარწმუნებული ვარ ამას მოვახერხებთ, დარწმუნებული ვარ საქართველოში უამრავი ტვინია, გამოცდილების მქონე ადამიანები, ისევე როგორც ემიგრაციაში, რომელთაც ძალუძთ სერიოზული წარმატებული საგანმანათლებლო სისტემის შექმნა“, - აცხადებს ხაზარაძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა