ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

გენერალური პროკურორი: გაუმჯობესებულია არასულწლოვანთა მიმართ განრიდების პროცედურების და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების ხარისხი

ნახვები: 600 გენერალური პროკურორი: გაუმჯობესებულია არასულწლოვანთა მიმართ განრიდების პროცედურების და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების ხარისხი

ბავშვზე მორგებული და არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებზე დაფუძნებული მართლმსაჯულების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს პროკურატურის მიერ არაერთი ღონისძიება იქნა გატარებული, ასევე გაუმჯობესებულია არასრულწლოვანთა მიმართ განრიდების პროცედურების და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების ხარისხი - ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2022 წლის 9თვის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. 

გენერალური პროკურორის თქმით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტული მიმართულებაა და  არასრულწლოვანთა მიმართ გადაწყვეტილების მიღება მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებშია უზრუნველყოფილი.

როგორც  ირაკლი შოთაძემ განაცხადა, კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა მიმართ პროკურორის მიერ პრიორიტეტულად სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმები გამოიყენება, რაც ზრდის არასრულწლოვანთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ეფექტიანობას მართლმსაჯულების პროცესში. მან ხაზი გაუსვა განრიდების მექანიზმის მნიშვნელობასაც, რომელიც არასრულწლოვნის საჭიროებების მაქსიმალურ გათვალისწინებას ეფუძნება. 

„პროკურორები არასრულწლოვნის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც შეფასდება, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებასა და სასჯელის გამოყენებაზე უკეთ განრიდება უზრუნველყოფს არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას." - აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა  და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით მიღწეულ წარმატებაში პროკურორთა სპეციალიზაციის მნიშვნელობას გაუსხვა ხაზი.

ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოსთვის 2022  წლის ანგარიშის წარდგენისას დეტალურად მიმოიხილა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მნიშვნელოვანი სტატისტიკური მონაცემები: არასრულწლოვანთა განრიდებისა და სისხლისამართლებრივი დევნის რაოდენობრივი მაჩვენებელი, მოთხოვნილი პატიმრობის და  პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი არასრულწლოვნებში, არასრულწლოვანთა მიმართ გამოტანილი განაჩენები.

გენერალურმა პროკურორმა  არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სრულყოფის მიზნით  2022 წელს გატარებულ ღონისძიებებზეც ღონისძიებაზე ისაუბრა. მისი თქმით,  შემუშავდა ახალი სახელმძღვანელო მითითებები, განხორციელდა მათი სისტემატიზაცია და მომზადდა კრებული; რეგიონულ დონეზე ჩატარდა შეხვედრები საოლქო და რაიონული პროკურატურის მენეჯერებთან და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულ პროკურორებთან; დაინერგა სექსუალური ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვანთა ფსიქოლოგიურ-სოციალური ცენტრის კონცეფცია. გარდა ამისა, საქართველოს პროკურატურა ჩართულია ბავშვის უფლებათა კოდექსის იმპლემენტაციის პროცესში.

როგორც საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის 2022 წლის 9 თვის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას აღინიშნა, საქართველოს პროკურატურა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის სრულყოფისთვის არაერთი მიმართულებით აგრძელებს აქტიურ მუშაობას.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა