პირები, რომლებიც ერთიან ეროვნულ, საგრანტო ან საერთო სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობენ, მართვის მოწმობის გამოცდებისთვის სპეციალური შეღავათით ისარგებლებენ
მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 88 მოქალაქე გააძევა
სამართალდამცველებმა კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს
ლეო მესი და მსოფლიო ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირები
დონალდ ტრამპი - ირანი თუ შეთანხმებას დაარღვევს, საჭირო ნაბიჯებს გადავდგამთ
მიხეილ სააკაშვილი - როგორ უნდა გაიმარჯვოს ოპოზიციამ, რომელიც ბიზნესპროექტია? „ლელო“ არის ბადრის და მამუკას ბიზნესპროექტი, „ახალი“ თავიდანვე შედგა, როგორც ძმები გილაურების პროექტი
გოჩა მირცხულავა: მოკალი ქრისტე - როდესაც ვიცით, რას ვიქმთ ანუ ქართული პოლიტიკისა და საზოგადოების სულიერი კრიზისი
კირ სტარმერი მეფე ჩარლზ III-ეს ესაუბრა და გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება აცნობა.

ზურა ჩხაიძე:პაციენტს აქვს ღებინების შეგრძნება საკვების მიღებისას, ამ შემთხვევაში გამოიყენება ნაზოგასტრალური ზონდი პაციენტთან შეთანხმებით და არა იძულებითი წესით!

07.12.2022 ნახვები: 580

იცით, რომ მიხეილ სააკაშვილი 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა, უნდა გაგრძელებულიყო სრულფასოვანი კვება. შემოსვლისთანავე გვაქვს მასთან კვებასთან დაკავშირებით საუბარი - ნაზოგასტრალური ზონდი გამოიყენება პაციენტთან შეთანხმებით და არა იძულებითი წესით,- ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ზურაბ ჩხაიძე ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტავს, ნაზოგასტრალური ზონდი იმ შემთხვევაში გამოიყენება, თუ ადამიანს საკვების მიღებისას ღებინების შეგრძნება აქვს.

„შემოსვლიდანვე, ყოველდღიურად გვაქვს პაციენტთან კვებასთან დაკავშირებით საუბარი. იცით, რომ პაციენტი 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა, ეს აისახა მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. შემდეგში უნდა გაგრძელებულიყო სრულფასოვანი კვება. ამის შესახებ ყოველდღე გვაქვს პაციენტთან საუბარი. რაც შეეხება ზონდით კვებას, რაც იკითხეთ, აქ იძულებით კვებაზე არ არის საუბარი, თუ ადამიანს, ნებისმიერ პაციენტს აქვს ღებინების შეგრძნება საკვების მიღებისას, ამ შემთხვევაში გამოიყენება ნაზოგასტრალური ზონდი პაციენტთან შეთანხმებით და არა იძულებითი წესით!“, - აღნიშნავს ჩხაიძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა