ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნების“ ლიდერებმა „ტაიმაუტი“ აიღეს სააკაშვილის ლანძღვაზე, თითქოს არ ერევიან პროცესში

ნახვები: 592 პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნების“ ლიდერებმა „ტაიმაუტი“ აიღეს სააკაშვილის ლანძღვაზე, თითქოს არ ერევიან პროცესში

“ქართული ოცნების” ლიდერებმა დუმილი გამოაცხადეს და “ტაიმაუტი” აიღეს სააკაშვილის ლანძღვაზე, თითქოს დემოკრატები გახდნენ და არ ერევიან პროცესში მაშინ, როცა ვიცით, რომ მოსამართლეც ივანიშვილია, პროკურორიც ივანიშვილია, კანონმდებელიც და აღმასრულებელიც, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრმა ღმერთს მიანდო სააკაშვილი, თუმცა მის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებამ უნდა აიღოს.

“მესამე პრეზიდენტი არის მძიმედ და არ გვაქვს სხვა ალტერნატიული დასკვნა, რომელიც იტყვის, რომ ასე არ არის. ხელისუფლება არ იღებს პასუხისმგებლობას მესამე პრეზიდენტის სიცოცხლესთან დაკავშირებით, ამბობენ, რომ თვითდაზიანებას იყენებს, გუშინ ეს კობახიძემ გაიმეორა, ხოლო ღარიბაშვილმა ღმერთს მიანდო სააკაშვილი. ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანს მიეცეს შესაბამისი სერვისით სარგებლობის საშუალება. სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით, ვითვალისწინებ ოჯახის რჩევას, მოვერიდები პირდაპირ პოლიტიკური განცხადების გაკეთებას, თუმცა, მაინც ვიტყვი, რომ ეს არ არის სამართლებრივი პროცესი და დამოკიდებულია პოლიტიკურ ნებაზე. სწორედ ამიტომ აიღეს ახლა „ტაიმაუტი“ და გამოაცხადეს დუმილი სააკაშვილის ლანძღვაზე „ქართული ოცნების“ ლიდერებმა, თითქოს დემოკრატები გახდნენ და არ ერევიან პროცესში მაშინ, როცა ვიცით, მოსამართლეც ივანიშვილია, პროკურორიც ივანიშვილია, კანონმდებელიც, აღმასრულებელიც, ამიტომ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი არის 100 პროცენტით პოლიტიკური გადაწყვეტილება,“ - განაცხადა მანჯგალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა