ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ბრიტანეთმა რუსეთის ძალოვანი და სამხედრო სტრუქტურების 5 თანამშრომელს სანქციები დაუწესა

ნახვები: 597 ბრიტანეთმა რუსეთის ძალოვანი და სამხედრო სტრუქტურების 5 თანამშრომელს სანქციები დაუწესა

გაერთიანებულმა სამეფომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 30 კორუმპირებულ პოლიტიკურ ფიგურას, ადამიანის უფლებების დამრღვევებს და კონფლიქტებთან დაკავშირებულ სექსუალურ ძალადობაში დამნაშავე პირებს სანქციები დაუწესა, - ინფორმაცია ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

სასანქციო სიაში რუსეთის ძალოვანი და სამხედრო სტრუქტურების 5 თანამშრომელიც მოხვდა.

კერძოდ, შემაკავებელი ზომები დააწესეს ვალენტინ ოპარინის მიმართ, რომელიც არის იუსტიციის მაიორი და რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საგამოძიებო კომიტეტის სამხედრო საგამოძიებო დეპარტამენტის 534-ე განყოფილების გამომძიებელი. ასევე, სანქციები დაუწესდა როსტოვის ოლქის პროკურატურის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ოლეგ ტკაჩენკოს. ბრიტანეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ ისინი ხელს უშლიდნენ წამების შესახებ საჩივრების შეტანას და ტკაჩენკომ მტკიცებულებების მოსაპოვებლად წამება გამოიყენა.

სანქციების ქვეშ მოხვდნენ ასევე რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომელი ოკუპირებულ ყირიმში ანდრეი ტიშენინი და უფროსი დეტექტივი ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე არტურ შამბაზოვი. მათ 2015 წელს აწამეს უკრაინელი აქტივისტი ალექსანდრე კოსტენკო.

სანქციები ასევე დაუწესდა რუსეთის არმიის პოლკოვნიკს, 90-ე სატანკო დივიზიის მეთაურს, რამილ იბატულინს. აღნიშნული სატანკო დივიზია უკრაინაში რუსეთის უკანონო სრულმასშტაბიანი უკანონო შეჭრის დაწყების დღიდან ფრონტის ხაზზე იმყოფებოდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა