ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ლატვიამ "დოჟდის" ყოფილ ტელეწამყვანს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

ნახვები: 590 ლატვიამ "დოჟდის" ყოფილ ტელეწამყვანს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

ლატვიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტელეკომპანია "დოჟდის" ყოფილი ტელეწამყვანი ალექსეი კოროსტელევი ე.წ. შავ სიაში შეიყვანა. ამის შესახებ Delfi წერს.

ამ გადაწყვეტილების თანახმად, კოროსტელევს ლატვიის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალა. როგორც Meduza წერს, ჟურნალისტი საქართველოში ცხოვრობს და მას არ აქვს ლატვიის ვიზა ან ბინადრობის ცხოვრება, ამიტომაც ლატვიას არ შეუძლია ის პასუხისგებაში მისცეს.

ტელეარხი "დოჟდი" რუსეთში დაიბლოკა მალევე მას შემდეგ, რაც რუსული არმია უკრაინაში შეიჭრა. დაწესებული ცენზურის გამო ბევრი დამოუკიდებელი მედიასაშუალება იძულებული გახდა, მუშაობა შეეწყვიტა. ივნისში ცნობილი გახდა, რომ არხმა ლატვიაში მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო, სადაც ჟურნალისტების დიდი ნაწილი გადავიდა. ივლისში კი არხმა მუშაობა აღადგინა.

დეკემბერში ლატვიის ხელისუფლება არხის მიმართ რამდენიმე პრეტენზია გაუჩნდა. ცნობილი გახდა, რომ NEPLP-მა ტელეკომპანია 10 ათასი ევროთი დააჯარიმა ეთერში ნაჩვენები რუკის გამო, სადაც ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში იყო, ასევე, რუსეთის შეიარაღებული ძალების მიმართებით ფრაზა "ჩვენი არმიის" გამოყენების გამო. ბოლო შემთხვევა კი უკავშირდება ტელეწამყვან ალექსეი კოროსტელევს, რომელმაც პირდაპირ ეთერში მობილიზებულების დახმარების შესახებ განცხადება გააკეთა.

ლატვიის მარეგულირებელმა ორგანომ გადაწყვიტა, რომ არხის მაუწყებლობის ლიცენზია უკან გაეწვია. მალევე არხის ლიცენზია გააუქმეს ლიეტუვამ და ესტონეთმაც. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა