ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ალუდა ღუდუშაური - კონსენსუსისთვის ყველა საშუალებას გამოვიყენებთ, რათა ქვეყანას ჰყავდეს მართლა სახალხო დამცველი და არა ისეთი, როგორიც იყო ცალკეული პირების ე.წ. დამცველი

ნახვები: 615 ალუდა ღუდუშაური - კონსენსუსისთვის ყველა საშუალებას გამოვიყენებთ, რათა ქვეყანას ჰყავდეს მართლა სახალხო დამცველი და არა ისეთი, როგორიც იყო ცალკეული პირების ე.წ. დამცველი

ყველა საშუალებას გამოვიყენებთ, რათა კონსენსუსი შედგეს და ქვეყანას ჰყავდეს მართლა სახალხო დამცველი და არა ისეთი, როგორიც იყო - ცალკეული პირების ე.წ. დამცველი, რომელსაც სახალხო დამცველი ერქვა, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერი გააკეთა, რათა სახალხო დამცველის ასარჩევად კონსენსუსი შედგეს.

„ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა ამ საკითხზე შედგეს კონსენსუსი. ასევე ყველაფერი გავაკეთეთ, რათა ქვეყანას ჰყავდეს ყველას, თითოეული ჩვენგანის სახალხო დამცველი, რომელიც იქნება ობიექტური, მიუკერძოებელი. მთავარია, რომ მისი კრიტიკა იყოს ობიექტურ რეალობაზე დაფუძნებული და არ იყოს რომელიმე პოლიტიკური ძალის თუ პარტიის მოკავშირე ან მასთან მოაზრებული”, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა