ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

გიული ალასანია - გაკვირვებული ვარ, არ ვიცი, როგორ მოხდა მიხეილ სააკაშვილის ფოტოების გავრცელება

ნახვები: 590 გიული ალასანია - გაკვირვებული ვარ, არ ვიცი, როგორ მოხდა მიხეილ სააკაშვილის ფოტოების გავრცელება

გაკვირვებული ვარ, არ ვიცი, როგორ მოხდა მიხეილ სააკაშვილის ფოტოების გავრცელება, ეს არის მტრული განზრახვა, რათა ეჩვენებინათ, რომ მშვენივრად არის, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტებს „ვივამედთან“ განუცხადა.

გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი ძალიან სუსტად არის.

„ჩემს შვილს ეს ინფორმაცია არ ჰქონდა. ახლა, როგორც ყოველთვის იწვა. მის გვერდით ვიჯექი. ტელევიზორში ჩართული იყო კიევი და უცბად უკრაინა აჩვენებს ამ ფოტოებს. ამბობენ, რომ იმასთან შედარებით 10 კილო აქვს დაკლებული. უკაცრავად, 10 კი არა, 25 კილო აქვს დაკლებული. ლანდიც აღარ არის, რაც იყო. ვინც ეს გაავრცელა, ეს არის მტრული განზრახვით გავრცელებული, რათა ეჩვენებინათ, რომ მშვენივრად არის. მე არ ვიცი, როგორ მოხდა ფოტოების გავრცელება, ძალიან გაკვირვებული ვარ. ვიღაცამ ამერიკელ ადვოკატსაც კი დაურეკა და კაცი აღშფოთებული იყო, მე არავითარი სურათი თვალით არ მქონდა ნანახიო. ვიღაცას უთქვამს ოჯახმა გაავრცელაო, რომელმა ოჯახმა, ძალიან მაინტერესებს. საიდან მქონდა მე, საიდან მიმესვლებოდა. ეს მასალები დალუქული შედის სასამართლოში და შემდეგ მხოლოდ ადვოკატს აქვს უფლება. გავრცელებაზე არავის თანხმობა არ იყო. ჩემს თვალწინ პირველად დაინახა“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.

კითხვაზე, „რამდენად სურს ოჯახს, საზოგადოებამ ახლა ნახოს მიხეილ სააკაშვილი“, გიული ალასანიამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი აქამდეც გამოთქვამდა სურვილს, ჩართულიყო სასამართლო პროცესში.

„სასამართლოზე ჩვენ დღეს არ გვისაუბრია, თუმცა აქამდე სულ გამოთქვამდა სურვილს, მისულიყო ამ მდგომარეობაში, საკაცით იქნებოდა, თუ ეტლით. ყველა ფორმით მისვლაზე იყო თანახმა, რომ ყოფილიყო სასამართლოზე. არ ვიცი, რა იქნება 14-ში, ჯერ ხომ უნდა მიაღწიოს ადამიანმა იმ ოთხშაბათამდე. შემდეგ იწყება ახალი წლები და მერე კარგად მეყოლეთ“, – განაცხადა ალასანიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა