ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი - „შერეკილებში“ არის ასეთი კარგი ფრაზა, „ნუ იციან ამ ბრეგაძეებმა სულელური ლაპარაკი“

ნახვები: 621 მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი - „შერეკილებში“ არის ასეთი კარგი ფრაზა, „ნუ იციან ამ ბრეგაძეებმა სულელური ლაპარაკი“

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, იუსტიციის სამინისტრო არის ჩამოშლილი და ამას მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი პროცესიც მოწმობს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლება პროცესის გაჭიანურებას ცდილობს.

"უბრალოდ, სირცხვილია, იუსტიციის სამინისტრო არის ჩამოშლილი. შეუძლიათ მხოლოდ რაღაც კადრების გამოქვეყნებაზე ილაპარაკონ. საუბარია იმასთან დაკავშირებით, რომ პენიტენციური სამსახური თურმე საქმის მასალებს ვერ გაეცნო, ამ დროს ეს მასალები ჯერ კიდევ 9 დეკემბერს იყო წარდგენილი. უბრალოდ, როგორც ჩანს, დოკუმენტებში ისეთი მტკიცებულებები უნდა აღმოეჩინათ, რომელიც მათ პოზიციას აბსოლუტურად აცამტვერებს. ახლა გაჭიანურების რეჟიმზე გადავიდნენ", - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

მისი თქმით, სასამართლოზე წარმოდგენილი დოკუმენტებით მტკიცდება, რომ მიხეილ სააკაშვილს ადეკვატური მკურნალობა არ უტარდება და ვერც ჩაუტარდება საქართველოში.

"მოვითხოვეთ, რა დოკუმენტებს აგზავნიან სტრასბურგში ყოველთვიურად იუსტიციის სამინისტროდან. გვეუბნებიან, რომ სიმულიანტობს. ეს დოკუმენტები მთელი თვეების განმავლობაში იუსტიციის სამინისტრომ არ მოგვცა, ასევე ჯანდაცვის სამინისტრომ. წამლებთან დაკავშირებით უამრავი თემატიკა იყო. დაახლოებით 7 ტომი მაინც იყო ეს მიმოწერები, რაზეც პასუხს არ იძლევიან, ამიტომ სასამართლოს მოვთხოვეთ",-განაცხადა ხაჭაპურიძემ.

ადვოკატის განმარტებით, დაცვის მხარე 22 დეკემბერს ძირითად შუამდგომლობას დააყენებს და შემდეგ მოწმეების დაკითხვა დაიწყება. გარდა ამისა, მან იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებაც შეაფასა.

ფილმ „შერეკილებში" არის ასეთი კარგი ფრაზა, ნუ იციან ამ ბრეგაძეებმა სულელური ლაპარაკი, ჩვენ თვითონ ვითხოვთ კადრები მოგვეცით-მეთქი. გაასაჯაროონ თუ რამის გასაჯაროება უნდა, დაგვანებოს თავი", - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

მისივე თქმით, ეს საკითხი სასამართლოში უნდა გადაწყდეს და არა ქუჩაში. "ვეუბნებით, თუ სიმულანტები ვართ, დაგვიმტკიცეთ, თუ მატყუარები ვართ, დაგვიმტკიცეთ. არაფერს ამბობენ და გარბიან",-განაცხადა ხაჭაპურიძემ

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა