ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ირაკლი კობახიძე - სააკაშვილის ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმე იყო 2004-2012 წლებშიც, სამწუხაროდ, მისი ეს მდგომარეობა საქართველოს მოსახლეობაზე აისახა

ნახვები: 613 ირაკლი კობახიძე - სააკაშვილის ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმე იყო 2004-2012 წლებშიც, სამწუხაროდ, მისი ეს მდგომარეობა საქართველოს მოსახლეობაზე აისახა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფსიქოლოგიური მდგომარეობა 2004-2012 წლებშიც მძიმე იყო.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ბევრი უბედურება მოუტანა საკუთარ ხალხს და ქვეყანას.

„მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმე იყო 2004-2012 წლებშიც. სამწუხაროდ, მისი ეს ფსიქოლოგიური მდგომარეობა საქართველოს მოსახლეობაზე აისახა. არ შეიძლება ადამიანს ჯანსაღი ფსიქოლოგიური მდგომარეობა ჰქონდეს და ასეულობით ადამიანს იწირავდეს ციხეებში თუ მის გარეთ. არ შეიძლება 2008 წელს რაც გააკეთა, იმას აკეთებდეს და ა.შ. მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის „დამსახურება“ იყო ის უბედური შედეგები, რაც მან საკუთარ ქვეყანას და ხალხს 2004-2012 წლებში მოუტანა“, - განაცხადა კობახიძემ.

მისი შეფასებით, კადრების გასაჯაროებით კანონი არ დარღვეულა.

„თქვენ გინდათ საზოგადოებას შეაცოდოთ ეს პატიმარი, როგორც ე.წ. მესამე პრეზიდენტი. ეს პოლიტიკური დისკუსია აბსოლუტურად მიუღებელია. ამიტომ გვიწევს ჩვენ მისი პოლიტიკური წარსულის შეხსენება იმის საჩვენებლად, რომ არავითარი განსაკუთრებული პრივილეგიებით ეს პატიმარი არ შეიძლება სარგებლობდეს“, - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, იუსტიციის სამინისტრომ მილიონი განცხადება გაავრცელა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, მაგრამ ყალბი კამპანია მაინც გრძელდებოდა.

როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ 400 დღეა ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილი კვდება“.

„ჯერ იყო „ფეიკ“ კამპანია წამებასთან დაკავშირებით, ამის გამო მოუწია მაშინ იუსტიციის სამინისტროს კადრების გამოქვეყნება. მაშინაც იყო არაერთგვაროვანი გამოხმაურებები, მაგრამ გახსოვთ, მაშინ იყო ცალმხრივი „ფეიკ“ კამპანია და კადრებმა ყველაფერს ნათელი მოჰფინა. ეს პირველი შემთხვევა იყო, რაც ე.წ. წამებას უკავშირდებოდა. მეორე იყო „ფეიკ“ კამპანია შიმშილობასთან დაკავშირებით. მაშინაც ცალმხრივი კამპანია იყო „ფეიკზე“ აგებული. მაშინაც მოუწია იუსტიციის სამინისტროს კადრების გამოქვეყნება, სადაც ჩანდა, რომ სინამდვილეში სააკაშვილი არ შიმშილობდა. მერე წამოვიდა კიდევ მესამე „ფეიკ“ კამპანია, რაც უკავშირდებოდა მიხეილ სააკაშვილის ე.წ. ნელ სიკვდილს, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ დღემდე აანონსებს. ამასაც სჭირდებოდა პასუხი და იუსტიციის სამინისტროს პასუხის გაცემა მოუწია. აქედან გამომდინარე, სამართლებრივად ყველაფერი სათანადოდ წელში გამართულია. რაც შეეხება პატიმარ სააკაშვილს, მასზე საუბარს დღესაც არ ვაპირებ.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ვინ იყო არა პატიმარი, არამედ ხელისუფალი სააკაშვილი. ეს იყო ადამიანი, რომელმაც რუსეთის მესამე პრეზიდენტს ჩააბარა ქვეყნის ტერიტორიების 20%, რამდენიმე ასეული ადამიანი შეიწირა მარტო ციხეებში და ბევრად მეტი ციხეებს გარეთ. ატერორებდა ბიზნესებს, აყაჩაღებდა ადამიანებს. ეს არის საერთო სურათი. დანარჩენი არის უწყებების, სამართლებრივი პრინციპების, ადამიანის უფლებების საქმე, რაც საქართველოში 2012 წლის შემდეგ სათანადოდ არის დაცული“,- განაცხადა კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა