პროკურატურამ „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებისა და ტერორისტული საქმიანობის დახმარების ბრალდებით ორ პირს ბრალდება წარუდგინა
სურსათის ეროვნული სააგენტო: თბილისის საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლენილა
ბერდია სიჭინავა ჩორჩანას საქმეზე: გახარიას პოზიცია ცალსახაა, საგუშაგოს მშენებლობის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა
ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე: დაიღუპა 14 წლის ბიჭი, ეს იყო სასტიკი თავდასხმა, რომელსაც არანაირი სამხედრო ლოგიკა არ გააჩნია
დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის შედეგად წყლის დონემ 4 მეტრს მიაღწია და საავტომობილო გზა დაზიანდა, ამ დროისთვის საფრთხე მინიმალურია
გურიაში განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით სამი პირი დააკავეს, საქმეში ე.წ. კანონიერი ქურდიც ფიგურირებს
თავდაცვის სამინისტროს თანხების გაფლანგვის საქმეზე მსჯავრდებულებმა ვასილ მხეიძემ და გიორგი ხაინდრავამ საპატიმრო დატოვეს
War update: 236 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottest

ნანუკა ჟორჟოლიანი: "ნაციონალურმა მოძრაობამ" მიშა ციხეში ჩატოვა!

ნახვები: 639 ნანუკა ჟორჟოლიანი: "ნაციონალურმა მოძრაობამ" მიშა ციხეში ჩატოვა!

სააკაშვილის გადარჩენის გეგმა არსებობს საერთოდ? მიშას კონტექსტის გათვალისწინებით, ვინმე სერიოზულად აღიქვამთ ენმ-ეს თავმჯდომარის არჩევნებს? მართლა მგონია, სხვა რეალობაში ცხოვრობს ეს ხალხი და ზუსტად მაგ რეალობას მიიღებენ არჩევნებზე. დაუძინებელი მტრები გავხდებით და ვნახოთ ვინ მოერევა - ამის შესახებ ჟურნალისტმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

"ცოტა ხნის წინ ის ხალხი, რომლებიც მაკრიტიკებდნენ, ნუ ურტყამ "ნაციონალურ მოძრაობას", მთავარი ოპოზიციური პარტიაა და ახლა ამისი დრო არ არის, ფოკუსირება გავაკეთოთ "ქართულ ოცნებაზე", დღეს ჩემზე უარესად ლანძღავენ "ნაციონალურ მოძრაობას". შესაბამისად, ეს პარტია ახლა, ან გამოფხიზლდება და იტყვის, რომ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მცდელობა მაინც აქვთ... ერთ-ერთი მათი ფანი მეუბნებოდა, აქციები რომ ჩაეტარებინათ, ბიძინა კარებს გაუღებდაო? ანუ ასე ვუყურებთ ახლა საკითხს? მაინც არ ექნებათ რეაქცია და მოდი არაფერი ვაკეთოთ, სახლებში ვისხდეთ, მოდი არ ვიბრძოლოთ? სააკაშვილის ბოლო გზავნილი, რომ არ მონაწილეობს ქართულ პოლიტიკაში, დამიჯერეთ მიშას ეს გადაწყვეტილება ყველაზე მეტად "ნაციონალურ მოძრაობას" გაუხარდა. ამოისუნთქეს, იმიტომ რომ ვალდებულება ჩამოეხსნათ და გაგიჟდნენ სიხარულისგან. გამოდიოდნენ და ამბობდნენ, მიშას არ უნდა აქცია. მანამდე რა ხდებოდა? მანამდე რა გახსოვთ? მიშას მეტი არ დაუმსახურებია? ცოტა ხნის წინ ხომ ერთმანეთს ასწრებდნენ ვინ უფრო მაღალ რეგისტრში იტყოდა, მე მიშა ვარო. ცოტა ხნის წინ, ლიდერები რომ გამოეფინნენ არჩევნების წინ, რა დროს არჩევნებია, მაგრამ კარგი, ყველა ხომ სათითაოდ მიშაა? ახლა გვანახონ ვინ არის მიშა. სააკაშვილის გადარჩენის გეგმა არსებობს საერთოდ? მიშას კონტექსტის გათვალისწინებით, ვინმე სერიოზულად აღიქვამთ ამ არჩევნებს? მართლა მგონია, სხვა რეალობაში ცხოვრობს ეს ხალხი და ზუსტად მაგ რეალობას მიიღებენ არჩევნებზე. დაუძინებელი მტრები გავხდებით და ვნახოთ ვინ მოერევა შემდეგ. პარტიამ სააკაშვილი ჩატოვა ციხეში. კიდევ ერთხელ ვამბობ, შეიძლებოდა ვერ გამოეყვანათ, მაგრამ ერთგულების და ბრძოლის მაგალითს დადებდნენ, რომ ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო. არაფერი მსგავსი არ მომხდარა და პარტია როდესაც თავგანწირვის არანაირ მაგალითს არ გვაჩვენებს, სალომე ზურაბიშვილს ვთხოვთ, რომ თავგანწირვის აქტს მოაწეროს ხელი. ეს ხომ აბსურდია"- განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა