მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine
Ukraine's Unmanned Systems Forces destroy one Russian battalion on front line every day – 'Magyar'

ნიკა მელიას ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე მხარდამჭერი სიტყვიერად დაუპირისპირდა

ნახვები: 604 ნიკა მელიას ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე მხარდამჭერი სიტყვიერად დაუპირისპირდა

ბათუმში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ხმაურია. ერთ საათზე მეტია, ნიკა მელია პარტიულ აქტივთან შეხვედრის დაწყებას ვერ ახერხებს. ხმაური ოფისთან ნიკა მელიას გამოჩენისთანავე დაიწყო. ერთ-ერთმა აქტივისტმა მას მიხეილ სააკაშვილისთვის ბოდიშის მოხდა მოსთხოვა.

აქტივისტი ამბობს, რომ მელია უმოქმედოდაა და მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად არაფერს აკეთებს. აქტივისტს ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერები დაუპირისპირდნენ და მას შეხვედრაზე დასწრების საშუალებას არ აძლევენ.

ენმ-ს ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარის, გიორგი კირთაძის შეფასებით, აქტივისტი ქართული ოცნების თამაშს თამაშობს და მომხდარი არის პროვოკაცია.

„ერთმა ადამიანმა სცადა, შეხვედრის ჩაშლა, ყველა ხედავთ, რა ბრძოლაში ვართ შესული. „ქართული ოცნების“ საქმეს ზოგი შეგნებით, ზოგი კი, შეუგნებლად აკეთებს. ეცადნენ, ნიკა მელიას ბათუმის შეხვედრის ჩაშლას”,- განაცხადა კირთაძემ.

ნიკა მელიასთან შეხვედრა აჭარის ორგანიზაციის რამდენიმე წევრმა პროტესტის ნიშნად დატოვა, თუმცა ისინი მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.

საზმაუ

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა