Russian forces lose another 1,370 troops and four air defense systems in war against Ukraine
Zelensky holds trilateral talks with Trump and Macron
U.S. releases text of official agreement with Iran
დრონებით თავდასხმის გამო მოსკოვის აეროპორტებში შეზღუდვები დაწესდა
როსტოვისა და ბელგოროდის ოლქებში დრონებით თავდასხმის შედეგად ნავთობბაზა და სამხედრო საწყობი იწვის
დონალდ ტრამპმა აშშ-ირანის ურთიერთგაგების მემორანდუმს ვერსალის სასახლეში მოაწერა ხელი
ადვოკატი - ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, აქვს მოძრაობის გაძნელება
მიხეილ სააკაშვილი - რამდენიმე ოპოზიციონერმა ის კი არ თქვა, 20 ივნისს შემოვუერთდებითო, არამედ მიშას მხარდაჭერილი აქციააო

სალომე ზურაბიშვილი - ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც პოლარიზაციას ხელს უწყობს, ყოფილი პრეზიდენტის საკითხია, დაველოდოთ გადაწყვეტილებას 22 დეკემბერს

17.12.2022 ნახვები: 595

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც პოლარიზაციას ხელს უწყობს, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხია, მნიშვნელოვანია, ყველა მხარემ დაასრულოს სპეკულაციები, დაველოდოთ გადაწყვეტილებას 22 დეკემბერს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან საზეიმო მიღებაზე განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, მას სურს, იყოს დარწმუნებული, რომ ეს საქართველოს მოსახლეობას სიტუაციიდან გამოსვლის შესაძლებლობას მისცემს.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ქვეყნის მოსახლეობის სურვილია, დასრულდეს პოლარიზაცია, დაინახონ ახალი ძალები და ახალი პერსპექტივები.

„საქართველოსთვის დიდ გამოწვევებთან ერთად, რომელიც ჩვენს წინაშეა და რომლებმაც შეიძლება განსაზღვროს ჩვენი მომავალი, შიდა გამოწვევები რაღაცნაირად აბსურდული, არარელევანტური, ნაკლებად მნიშვნელოვანი ჩანს. ჩვენი მოსახლეობის მისწრაფებები ცხადია. მათ სურთ დაასრულონ პოლარიზაცია, დაინახონ ახალი ძალები საქართველოს მომავლისთვის, ახალი რიცხვები, ფიგურები, პერსპექტივები. ამ ეტაპზე ეს არ გახლავთ პოლიტიკური ძალების ნება, იქნება ეს ხელისუფლება თუ ოპოზიცია. ისინი ჯერ კიდევ ებღაუჭებიან თავიანთ ძალაუფლებას და პარტიულ მისწრაფებებს. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც ამ პოლარიზაციას ხელს უწყობს, გახლავთ ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებული საკითხი. მე ვთქვი და გავიმეორებ, რომ ამ ქვეყნისთვის, მისი რეპუტაციისთვის, შიდა სტაბილურობისა და მომავლისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა მხარემ დაასრულოს სპეკულაციები. დაველოდოთ გადაწყვეტილებას 22 დეკემბერს, რომელიც დარწმუნებული ვარ და მინდა ვიყო დარწმუნებული, რომ საქართველოს მოსახლეობას საშუალებას მისცემს, ამ სიტუაციიდან გამოვიდეს. ყველა იყოს კონცენტრირებული თავიანთ მოვალეობაზე, ქვეყნის მართვაზე, პრობლემების გადაწყვეტაზე, ქვეყნის სტაბილურ გზაზე დაყენებაზე. იყოს კონცენტრირებული ევროპისკენ, მშვიდობისკენ, კეთილდღეობისკენ და სწორედ ეს მინდა ვუსურვო ქვეყანას და მთელ მსოფლიოს 2023 წლისთვის“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა