ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

კალაძე:გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები დიდი დაგვიანებით, მაგრამ შესრულებულია

ნახვები: 596 კალაძე:გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები დიდი დაგვიანებით, მაგრამ შესრულებულია

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები ძალიან დიდი დაგვიანებით, თუმცა შესრულებულია. ამის შესახებ კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

დედაქალაქის მერის განცხადებით, შესრულებულ სამუშაოებს აქვს გარკვეული დეფექტები, თუმცა ამ დეფექტებს არა კომპანია, არამედ თავად მერია გამოასწორებს, რადგან კალაძის დავალებით შპს „მამისონთან“, რომელიც სამუშაოებს ასრულებდა, ხელშეკრულება ცუდად შესრულებული სამუშაოს გამო წყდება.

„მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაგვიანებით, ძალიან დიდი დაგვიანებით, მაგრამ შესრულებულია, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე დეფექტს, რამდენიმე პრობლემას, რომელიც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. სამუშაოების დაგვიანების გარდა, მნიშვნელოვანია ის, რომ კომპანიამ არ აწარმოა საჭირო დოკუმენტაცია. ჯერჯერობით არ ჩატარებულა შესაბამისი ექსპერტიზა. მე რამდენჯერმე ხაზი გავუსვი იმას, რომ მიმდინარეობს ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები, დადგენილია გარკვეული დეფექტები, რომელსაც სჭირდება გამოსწორება, თუმცა აღნიშნული კომპანია, ვინც ამდენი ხნის განმავლობაში აწარმოებდა სამუშაოებს, არის ძალიან პრობლემური კომპანია, არის უპასუხისმგებლო კომპანია, შესაბამისად, ჩვენ არ ვთვლით საჭიროდ, რომ მოხდეს ამ კომპანიასთან სამუშაოების გაგრძელება. არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ ეს კომპანია შეძლებს აღნიშნული დეფექტების გამოსწორებას, რომელიც არის დადგენილი. ამიტომ, მინდა დავავალო ვიცე- მერს, მინდა დავავალო ასევე სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელს, რომ გაწყვიტოთ ხელშეკრულება აღნიშნულ კომპანიასთან. ეს არის ყველანაირად უპასუხისმგებლო კომპანია და არანაირი სურვილი არ გვაქვს არავის ასეთ კომპანიებთან თანამშრომლობის. მიიღეთ ყველა შესაბამისი ზომა, რომ აღნიშნული კომპანია ვერც ერთ სატენდერო პროცედურებში ვეღარ მოხვდეს მომდევნო წლების განმავლობაში. გადადგით ყველა ის ნაბიჯი, რაც მოახდენს აღნიშნული კომპანიის გაშავებას. ასეთი კომპანიები არის მხოლოდ და მხოლოდ დამაზიანებელი. ამდენი ხნის განმავლობაში ელემენტარული დოკუმენტწარმოებას რომ ვერ ახორციელებ და შესაბამისი დოკუმენტაცია არ გაქვს წარმოდგენილი, პროექტის ცვლილებების განხორციელების, ეს ძალიან მძიმეა. შესაბამისად, ყველა ის სამუშაო, რაც არის ჩასატარებელი და რაც არის გამოსასწორებელი, აიღეთ პასუხისმგებლობა და ჩვენვე გამოვასწოროთ. თანხები, რაც დაიხარჯება, სასამართლოს გზით მოსთხოვეთ აღნიშნულ კომპანიას. აღნიშნული კომპანია არის შპს „მამისონი“,- განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა