ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

მოსამართლე გიორგი არევაძემ მიხეილ სააკაშვილს უკრაინულ ენაზე განცხადების გაკეთების საშუალება არ მისცა

ნახვები: 602 მოსამართლე გიორგი არევაძემ მიხეილ სააკაშვილს უკრაინულ ენაზე განცხადების გაკეთების საშუალება არ მისცა

მოსამართლე გიორგი არევაძემ მიხეილ სააკაშვილს უკრაინულ ენაზე განცხადების გაკეთების საშუალება არ მისცა.

მოსამართლემ ყოფილ პრეზიდენტს მიმართა და მოუწოდა, რომ ქართულად ესაუბრა. მისი თქმით, სააკაშვილი „ქართულს ფლობს, თანაც ძალიან კარგად“.

„ბატონო მიხეილ, თქვენ კი ხართ უკრაინის მოქალაქე, მაგრამ ფლობთ ქართულ ენას, სამართალწარმოება მიმდინარეობს ქართულ ენაზე, შესაბამისად, ქართულად უნდა მოგვმართოთ. მე არ ვიცი უკრაინული ენა“, - განუცხადა არევაძემ სააკაშვილს.

აღნიშნულის გამო, მოსამართლის გადაწყვეტილებით სააკაშვილი სასამართლო პროცესიდან დროებით გათიშეს, რასაც სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა. რამდენიმე წუთით პროცესიც შეწყდა.

საბოლოოდ კი გადაწყდა, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას უკრაინულიდან დარბაზში მყოფი უკრაინის საკონსულოს წარმომადგენელი გადათარგმნის.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა