ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

პარლამენტში სახალხო დამცველის არჩევის პროცესი ჩავარდა-პარლამენტში წარდგენილი 19 კანდიდატიდან 19-ვე ჩავარდა

ნახვები: 592 პარლამენტში სახალხო დამცველის არჩევის პროცესი ჩავარდა-პარლამენტში წარდგენილი 19 კანდიდატიდან 19-ვე ჩავარდა

პარლამენტმა სახალხო დამცველი ვერ აირჩია. პარლამენტში წარდგენილი 19 კანდიდატიდან 19-ვე ჩავარდა. საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის გათვალისწინებით, პარლამენტს სახალხო დამცველი, 6 წლის ვადით, სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით უნდა აერჩია. ეს არის 90 ხმა, რომელიც არც ერთ საპარლამენტო პარტიას არ გააჩნია და საჭირო იყო პოლიტიკური შეთანხმება.

ომბუდსმენის პოსტზე განაცხადი სულ 19 პირმა გააკეთა. მათგან საპარლამენტო ოპოზიცია სახალხო დამცველის პოსტზე ასარჩევად მხარს ანა აბაშიძის, გიორგი ბურჯანაძისა და ნაზი ჯანეზაშვილის კანდიდატურებს უჭერდა. მმართველი გუნდის შეთავაზება კი იყო, რომ პარლამენტს გადაწყვეტილება შემდეგ ხუთ კანდიდატს: - ლელა გაფრინდაშვილს, თინათინ ერქვანიას, ნუგზარ კოხრეიძეს, გიორგი მარიამიძესა და ქეთევან ჩაჩავას შორის მიეღო. საბოლოოდ, უმრავლესობამ არც ერთ კანდიდატს ხმა არ მისცა.

ომბუდსმენის პოსტზე წარდგენილი კანდიდატები იყვნენ: - ანა აბაშიძე, ნაზი ჯანეზაშვილი, ნუგზარ კოხრეიძე, გიორგი ბურჯანაძე, სერგო მახარაძე, მარიკა არევაძე, თინათინ ერქვანია, გიორგი მარიამიძე, ლელა გაფრინდაშვილი, ქეთევან ჩაჩავა, სოფიო დემეტრაშვილი, ნიკოლოზ ნიკოლაძე, ალექსანდრე კობაიძე, იაგო ხვიჩია, ჯემალ ნათელაშვილი, ლევან კოკორაშვილი, გიორგი ცობეხია, მაკა მინდიაშვილი და ევგენია თავაძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა