ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

გამორჩეული მსახიობისა და სპორტული კომენტატორის, კოტე მახარაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

ნახვები: 601 გამორჩეული მსახიობისა და სპორტული კომენტატორის, კოტე მახარაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმში გამოჩენილი ქართველი მსახიობისა და ტელეკომენტატორის, კოტე მახარაძის, ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

 

ღონისძიებას კულტურის  მინისტრის მოადგილე იოსებ ბაღათურია, კოტე მახარაძის შვილები, მეგობრები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

 

კოტე მახარაძე გაიხსენეს და მასზე ისაუბრეს ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა და ახლობლებმა. აღსანიშნავია, რომ საღამოს გამართვის მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მსახიობის ოჯახმა კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მიმართ მადლიერება გამოხატა.

გამორჩეული მსახიობი, პოპულარული სპორტული კომენტატორი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი კოტე მახარაძე დაჯილდოებული იყო შრომის წითელი დროშისა და ღირსების ორდენებით;  კოტე მარჯანიშვილისა და სანდრო ახმეტელის სახელობის პრემიების ლაურეატი და თბილისის საპატიო მოქალაქე. 1997 წელს მან დააარსა ერთი მსახიობის თეატრი ,,ვერიკო", რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი და მსახიობი სიცოცხლის ბოლომდე თავად იყო.

 

კოტე მახარაძე 2002 წლის 19 დეკემბერს 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია თბილისის დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა