ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

იაგო ხვიჩია - სააკაშვილის გადაყვანა ნიშნავს მის საზღვარგარეთ გათავისუფლებას, „ნაციონალური მოძრაობისგან“ უნდა დაიდოს ამის პოლიტიკური საფასური, საჭიროა ორივე მხრიდან პოლიტიკური შეთავაზება

ნახვები: 620 იაგო ხვიჩია - სააკაშვილის გადაყვანა ნიშნავს მის საზღვარგარეთ გათავისუფლებას, „ნაციონალური მოძრაობისგან“ უნდა დაიდოს ამის პოლიტიკური საფასური, საჭიროა ორივე მხრიდან პოლიტიკური შეთავაზება

მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა ნიშნავს მის საზღვარგარეთ გათავისუფლებას. „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან უნდა დაიდოს ამის პოლიტიკური საფასური, მხოლოდ სამედიცინო არგუმენტებით საუბარი საკმარისი არ არის, საჭიროა პოლიტიკური შეთავაზების დადება ორივე მხრიდან, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, არცერთ მხარეს არანაირი რჩევის მიღება არ სურს.

„მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანას მისი დაკავების დღიდან ვითხოვდით. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, მაგრამ ეს მოთხოვნა შესრულებული არ არის. ვფიქრობ, რომ ამ თემაზე ბევრად სერიოზული საუბარი უნდა დაიწყოს, ვიდრე აქამდე მიმდინარეობდა. უნდა განვმარტოთ ტერმინები, რას ნიშნავს მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა? ეს ნიშნავს მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გათავისუფლებას. „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან უნდა დაიდოს ამის პოლიტიკური საფასური, მხოლოდ სამედიცინო არგუმენტებით საუბარი საკმარისი არ არის. საჭიროა ორივე მხრიდან მაგიდაზე პოლიტიკური შეთავაზების დადება. ორივე მხარეს არანაირი რჩევის მიღება არ უნდა და ურჩევნიათ არსებული სიტუაციის გაგრძელება. მათ ვურჩევდით, სააკაშვილის საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადაეწყვიტა, სადაც ხალხი გაასამართლებდა სააკაშვილს. ასევე, შევთავაზეთ „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა და 12 რეკომენდაციაზე თანხმობის მიცემა. ასეთი სერიოზული საუბარი ჯერ არ დაწყებულა და ველოდები, რომ ცოტა ხანში დაიწყება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა