ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

კახა კალაძე:სააკაშვილი კონკრეტულ დანაშაულებზე იხდის სასჯელს და ამას არც ევროპასთან, არც ევროკავშირში გაწევრიანებასთან კავშირი არ აქვს

ნახვები: 613 კახა კალაძე:სააკაშვილი კონკრეტულ დანაშაულებზე იხდის სასჯელს და ამას არც ევროპასთან, არც ევროკავშირში გაწევრიანებასთან კავშირი არ აქვს

სააკაშვილს კონკრეტული დანაშაულები აქვს, რაზეც სასჯელს იხდის. ევროკავშირში გაწევრიანებასთან ტოლობის ნიშნის დასმა კატეგორიულად მიუღებელია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კალაძეს კითხვა დაუსვეს: „ევროპარლამენტარები, მაგალითად, იაცეკ სარიუშ-ვოლსკი აცხადებს, რომ მმართველი პარტია სააკაშვილის დევნას თუ გააგრძელებს, ევროკავშირში გაწევრიანების შანსს დაკარგავს. რას უპასუხებთ ევროპარლამენტარებს?“

კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისთვის მუშაობას გააგრძელებს.

„მიხეილ სააკაშვილი არის კონკრეტული დამნაშავე კონკრეტულ საქმეებზე. ყოფილი პრეზიდენტი იყო მთავარი იდეოლოგი, შემოქმედი და მთავარი შემქმნელი იმ საშინელი რეჟიმის, რაც ქვეყანაში ხდებოდა – ადამიანის კვლა, ხოცვა, ბიზნესის რეკეტი. ძალიან კარგად ვიცით, საპატიმროებში როგორ ექცეოდნენ ადამიანებს. მას აქვს კონკრეტული დანაშაულები, რაზეც სასჯელს იხდის. შესაბამისად, ევროკავშირში გაწევრიანებასთან ტოლობის ნიშნის დასმა კატეგორიულად მიუღებელია.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ იმ გზას, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, საქართველო გახდეს სრულუფლებიანი წევრი იმ დიდი ოჯახისა, რასაც ევროპა, ევროკავშირი ჰქვია, რადგან ევროინტეგრაცია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან ბევრი კონკრეტული ნაბიჯი იქნა ამ მიმართულებით გადადგმული. რეფორმების განხორციელებას გავაგრძლებეთ, მაგრამ იმ განცხადებებს, რასაც ვისმენთ, არანაირი კავშირი არ აქვს არც ევროპასთან, არც ევროპულობასთან, არც დემოკრატიულ ღირებულებებთან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ.

„საბედნიეროდ, საქართველოს 2012 წლის შემდეგ პოლიტპატიმრები არ ჰყავს. ჰყავს დამნაშავეები, რომლებიც კონკრეტულ დანაშაულებზე იხდიან სასჯელს. ევროპარლამენტარები, ის კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ვითომ ჩვენი ქვეყნის, საქართველოს მხარდამჭერებად მოგვევლინებიან და საქართველოს მეგობრები არიან, რეალურად, ვიცით, რისი და ვისი მეგობრები არიან. საკუთარ თავზე, ოჯახის წევრებზე უნდა გამოსცადონ ის, რასაც ხალხი განიცდიდა ბოლო 9 წლის განმავლობაში 2012 წლამდე. აბსოლუტურად ამაზრზენი და კატეგორიულად მიუღებელია განცხადებები, რასაც ვისმენთ. ამ ადამიანებს არ აქვთ ინფორმაცია, არ იციან, რა ხდებოდა წლების განმავლობაში ქვეყანაში? რა დამოკიდებულება იყო პატიმრების, ბიზნესის წარმომადგენლების მიმართ, იმ ადამიანების მიმართ, ვისაც განსხვავებული აზრი ჰქონდა, ტელევიზიების მიმართ, სიტყვის თავისუფლებისა და გამოხატვის მიმართ. არ ვიცით, რა ვითარება იყო და დღეს რა ვითარებაა?“ – განაცხადა კალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა