ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

იძულებით გადაადგილებულ 1 300-მდე ოჯახს დევნილთა სააგენტო სოფლად სახლს შეუსყიდის

ნახვები: 602 იძულებით გადაადგილებულ 1 300-მდე ოჯახს დევნილთა სააგენტო სოფლად სახლს შეუსყიდის

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, იძულებით გადაადგილებულ 1 300-მდე ოჯახს სააგენტო სოფლად სახლს შეუსყიდის.

დევნილთა სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული ოჯახების სია დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დევნილი ოჯახები სახლებს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში ექვსი თვის ვადაში თავად შეარჩევენ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, ილია ღუდუშაურის განცხადებით, პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმატებით ხორციელდება და 2022 წელს სოფლად სახლი 2 500-მდე ოჯახს გადაეცა. სამწლიან პერიოდში, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, ჯამში, 6 000 დევნილი ოჯახი განსახლდება.

როგორც დევნილთა სააგენტოში აცხადებენ, შესყიდული სახლების უმეტესობას თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც დევნილ ოჯახებს შესაძლებლობას აძლევს, სოფლად დაფუძნდნენ და შემოსავლის დამატებითი წყარო გაიჩინონ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა