ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ვერცხლისწყალი, დარიშხანი და ბარიუმი-ამერიკელი ექსპერტ-ტოქსიკოლოგის საგანგაშო განცხადება

ნახვები: 615 ვერცხლისწყალი, დარიშხანი და ბარიუმი-ამერიკელი ექსპერტ-ტოქსიკოლოგის საგანგაშო განცხადება

ამერიკელი ექსპერტ-ტოქსიკოლოგის, დევიდ სმიტის განცხადებით, სამედიცინო ჩანაწერებისა და ლაბორატორიული ტესტების თანახმად დადგინდა, რომ მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია ვერცხლისწყლით, დარიშხანით და ბარიუმით, რომლებიც სერიოზულ ტოქსიკურ ეფექტებს იწვევს.

როგორც სმიტმა თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზში მიცემულ ჩვენებაში განმარტა, ყოფილი პრეზიდენტის სამედიცინო მდგომარეობა სერიოზულად მძიმეა.

„მე განვიხილე სამედიცინო ჩანაწერის დიდი რაოდენობა და ლაბორატორიული ტესტების შედეგები, ასევე, თმების, ფრჩხილების და სისხლის ნიმუშების. ასევე, გაფართოებული სამედიცინო ჩანაწერები და 170 გვერდიანი დასკვნა.

ჩემით აზრით, ის მოწამლული სხვადასხვა მეტალით იყო. მათ შორის არის ვერცხლისწყალი, დარიშხანი და ბარიუმი, რომლებიც იწვევს საკმაოდ სერიოზულ ტოქსიკურ ეფექტებს. ამ ტიპის მძიმე მეტალები გარკვეული პერიოდის შემდეგ გამოიყოფა სხეულიდან, სხეულიდან გამოყოფის პროცესში ისინი წამლავენ სხეულში სხვადასხვა ორგანოებს. ამის შედეგად მან განიცადა თავის ტვინის სერიოზული დაზიანება. აღსანიშნავია, განსაკუთრებული ადგილი, რომელიც თავის ტვინში იყო თეთრი ნივთიერება, ანუ თავის ტვინის აღმასრულებელი რგოლი, რომელმაც მიგვიყვანა სერიოზულ და პროგრესირებად დემენციამდე. მას აქვს პერიფერიული ნევროპათია, რაც წარმოადგენს ნერვების დაზიანებას თავის ტვინის გარეთ და ასევე, ადგილი აქვს კუნთების განლევას. ასევე, მას გააჩნია დაზიანებები საჭმლის მომნელებელ სისტემაში, ანუ გასტრო-ინტესტინურ ტრაქტში, რაც გასტრიტს იწვევს, რაც მუდმივ დიარეას იწვევს და შესაბამისად, კახექსიას და წონის მკვეთრ დაკლებას. მას გააჩნია დაზიანებები ღვიძლში და სხვა სასიცოცხლო ორგანოებში ისეთი, როგორიც არის გული და თირკმელი. მძიმე მეტალებით მოწამვლა აზიანებს პრაქტიკულად ყველა ორგანოს ადამიანის სხეულში. შესაბამისად, მისი სამედიცინო მდგომარეობა არის სერიოზული“, -განაცხადა დევიდ სმიტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა