დრონებით თავდასხმის შემდეგ ოკუპირებული ხერსონის ნაწილი, ყირიმი და დონეცკი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
მიხეილ სააკაშვილი: ზურაბიშვილი ზელენსკისგან ჩემს დაკავებასა და საქართველოში გადაცემას ითხოვდა
მიხეილ სააკაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ყველაზე ცუდი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, რომელიც საქართველოს ჰყოლია
ირაკლი კობახიძე: 78-ე მუხლი ევროინტეგრაციისთვის ყველა გონივრული ზომის მიღებას გულისხმობს და არა ეროვნული ინტერესების დათმობას
გოჩა მირცხულავა პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად „საქართველოს ეროვნული შეთანხმების აქტის“ პროექტს აქვეყნებს
ოკუპირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
კობახიძე: ანაკლიის პორტზე მიმდინარე სამუშაოების ღირებულება 151.4 მილიონ დოლარამდე შემცირდა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“: სტრასბურგის სასამართლომ „ფარასა“ და „გრანტების შესახებ“ კანონებზე საჩივრების განხილვა დაიწყო

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელისთვის უფლებამოსილების შეჩერებას მოითხოვს

04.01.2023 ნახვები: 572

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მალხაზ ურთქმელიძისთვის უფლებამოსილების შეჩერებას მოითხოვს. ამის შესახებ მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

ის დღეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და პროკურატურას მიმართავს თხოვნით, რომ ყველა მაღალჩინოსანი, ვისაც მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან შეხება ჰქონდა, თანამდებობას ჩამოშორდნენ, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება.

„ტოქსიკოლოგმა და ექიმმა დევიდ სმიტმა, რომელიც დაიკითხა სასამართლო პროცესზე, განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მოწამვლა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდა. ასევე, ამერიკელმა ფსიქიატრმა, ერიკ გოლდსმიტმა განაცხადა, რომ ადგილი ჰქონდა წამებას და არაადამიანურ მოპყრობას. მარიამ ჯიშკარიანის საექსპერტო დასკვნაში აღნიშნულია, რომ მთელი დარღვევები იყო, ის ხშირად სიტყვა წამებას ახსენებს. ყველა დაკითხულმა პირმა განაცხადა, რომ ამ ყველაფერს ადგილი პენიტენციურ დაწესებულებებში ჰქონდა.

მაღალჩინოსნები, რომლებიც იმ პერიოდში მუშაობდნენ სხვადასხვა დაწესებულებაში და მალხაზ ურთქმელიძე, რომელიც ხელმძღვანელობს სამედიცინო დეპარტამენტს, შესაძლოა, ამ დანაშაულებში იყვნენ მონაწილეები. ამიტომ, ვიდრე ეს გამოძიება არ დამთავრდება, არ გამოიკვეთება დანაშაულის ჩამდენი პირები, მანამ ყველა მაღალჩინოსანი, ვისაც მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან შეხება ჰქონდა, თავიანთ თანამდებობას უნდა ჩამოსცილდნენ.

მე მინდა შევახსენო ყველას, მთავრობები მიდიან და მოდიან, ხოლო წამების მუხლს არ აქვს ხანდაზმულობა. მთავრობა წავა, ხალხი დარჩება და ყველას პასუხისმგებლობა მოუწევთ. ამიტომ, ეს რომ ასე არ მოხდეს, ამ კუთხით გამოძიება აქტიურად უნდა დაიწყოს“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

ასევე, დღეს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე თბილისის საქალაქო სასამართლოდან მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის მიმდინარეობის ჩანაწერებს გამოითხოვს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა