ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

კორონავირუსის ახალმა შტამმა Omicron XBB.1.5-მა, შესაძლოა, დაინფიცირების შემთხვევების ახალი ტალღა გამოიწვიოს

ნახვები: 597 კორონავირუსის ახალმა შტამმა Omicron XBB.1.5-მა, შესაძლოა, დაინფიცირების შემთხვევების ახალი ტალღა გამოიწვიოს

კორონავირუსის შტამმა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში დომინანტური გახდა, სულ რაღაც რამდენიმე კვირაში, შეიძლება, დაინფიცირების შემთხვევების ახალი ტალღა გამოიწვიოს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ვან კერხოვემ განაცხადა.

„ჩვენ შეშფოთებულები ვართ მისი მზარდი გავრცელებით, განსაკუთრებით ევროპის ზოგიერთ ქვეყანასა და შეერთებული შტატების ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც XBB.1.5-მა სწრაფად ჩაანაცვლა სხვა ქვევარიანტები“, - აღნიშნა მარია ვან კერხოვემ.

მისი თქმით, შტამი 29 ქვეყანაში გამოავლინეს, მაგრამ ის, შესაძლოა, ბევრ სხვა ქვეყანაშიც გავრცელდეს.

 

ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის განმარტებით, ჯანმო-ში ჯერჯერობით არ იციან, არის თუ არა XBB.1.5 უფრო მძიმე, ვიდრე სხვა ქვევარიანტები, რომლებიც ცირკულირებენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა