ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

"მსაჯმა მისი დაცვა ვერ შეძლო" - რას წერენ იტალიური გამოცემები ხვიჩას თამაშზე

ნახვები: 597 "მსაჯმა მისი დაცვა ვერ შეძლო" - რას წერენ იტალიური გამოცემები ხვიჩას თამაშზე

გუშინ, 4 იანვარს, სერია A-ს მე-16 ტურში, "ნაპოლი" "ინტერს" ესტუმრა და 0:1 დამარცხდა.

"პარტენოპეი" ამ სეზონში იტალიის ჩემპიონატში პირველად დამარცხდა. სპალეტის შეგირდებმა "ნერაძურის" წინააღმდეგ ვერაფერი გააწყვეს.

რამდენიმე იტალიურმა გამოცემამ "ნაპოლის" ფეხბურთელები შეაფასა, ჩვენს ინტერესს კი ყველაზე მეტად, რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელია იწვევს. გთავაზობთ მათ კომენტარებს:

"ყველამ ვიცოდით, რომ დაბრუნების შემდეგ ადვილი მატჩი არ ექნებოდა. მის წინააღმდეგ ბევრჯერ იუხეშეს. ოსიმენს რეალური მომენტი შეუქმნა, როდესაც ნიგერიელი ონანასთან პირისპირ დატოვა. ხიფათის შექმნას ხშირად ცდილობდა, თუმცა მისი ცეცხლი მალე ქრებოდა" - Calcionapoli-მ ხვიჩა

 

5 ქულით შეაფასა.

"ხვიჩა ყველაზე მეტს აქტიურობდა, მარცხენა ფლანგზე დარმიანს და შკრინიარს ბევრი საქმე ჰქონდათ. ქართველის ცუდად შეფასება რთულია, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვერ გამოიყურებოდა. მსაჯმა მისი დაცვა ვერ მოახერხა, ეს კი "ინტერის" ფეხბურთელებისთვის დამატებითი მოტივაცია აღმოჩნდა" - Tuttomercatoweb-მა ქართველს 6 ქულა დაუწერა.

"ბრწყინვალე მატჩი არ ჩაუტარებია, თუმცა ამის გამო კრიტიკას არ იმსახურებს. რამდენჯერმე თამაში გაამწვავა, მაგრამ ბარელამ და მისმა თანაგუნდელებმა ხვიჩას შესაჩერებლად ხისტად არაერთხელ იმოქმედეს, არბიტრი კი რამდენიმე ეპიზოდში შეცდა" - Areanapoli "კვარას" თამაშს 6 ქულით აფასებს.

"ნაპოლი" გათამაშებას 41 ქულით ლიდერობს. ნეაპოლელები უახლოეს მდევარ "მილანს" 5 ქულით უსწრებენ. სპალეტის გუნდი მომდევნო ტურის მატჩს 8 იანვარს სტუმრად "სამპდორიას" წინააღმდეგ გამართავს.

sportall.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა